მხოლოდ ქართული — ახალი კატეგორია VELI.store-ზე
სიახლე VELI.store-ზე — საყიდლების ციფრულ ველს, შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ახალი კატეგორია — მხოლოდ ქართული დაემატა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები, ხშირად ეძებენ ქართულ მოტივებთან, ტრადიციებთან, ხელოვნებასთან თუ უბრალოდ ქვეყნის პოპულარულ ადგილებთან დაკავშირებულ უნიკალურ საჩუქარს.
ველიმ ერთ კატეგორიაში სწორედ ასეთი გამორჩეული ნივთები გააერთიანა და მომხმარებელს საშუალება მისცა ერთ სივრცეში დაათვალიეროს და შეარჩიოს სხვადასხვა დანიშნულებისა თუ ფასის, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. შემდეგ კი, სახლიდან გასვლის გარეშე, 3 საათზე ნაკლებ დროში, დღის სასურველ მონაკვეთში და სასურველ ადგილას მიიღოს უფასოდ. VELI.store-ზე ამანათის უფასოდ შეფუთვისა და ღია ბარათთან ერთად გაგზავნის სერვისი, კიდევ ერთი დამატებითი ღირებულებაა.
"ჩვენი ახალი კატეგორია მარტივი გადაწყვეტაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქართველოსთან დაკავშირებულ უნიკალურ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებს. ქართული პროდუქციის ერთ კატეგორიაში გაერთიანება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ასევე ტურისტების მხრიდან ქართული წარმოების უნიკალური ნივთების მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. VELI.store-ზე მომსახურებას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიზნობრივ სეგმენტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოში ხანგრძლივი დროით თუ ტურისტული მიზნით ჩამოსული სტუმრებიც წარმოადგენენ. ჩვენი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით ვცდილობთ ამ ადამიანებისთვის ჩავანაცვლოთ ფიზიკური შოპინგის აუცილებლობა — დავზოგოთ მათი დრო, ხარჯები და ენერგია. ამ გზით მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს. ასევე, ყველა იმ პროდუქტის პოპულარიზაციას, რომელსაც "დამზადებულია საქართველოში" ნიშანი აქვს", — არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კატეგორია — "მხოლოდ ქართული", 8 ქვეკატეგორიას აერთიანებს: დეკორი, ტექსტილი, სერვირება, სათამაშოები, ბლოკნოტები, პრინტი და მერჩი, აქსესუარები და სამკაულები, ცხოველების აქსესუარები და ტანსაცმელი.
ჯამში 2000 ქართული პროდუქტიდან, ამ ბლოგში რამდენიმე ისეთ იდეას ნახავ, რომელიც საუკეთესო საჩუქარი იქნება საქართველოს გასაცნობად.
სამაჯური
ყველა ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი ისტორიაა. რაც უფრო ღრმად ვეცნობით ამ ისტორიას, უფრო და უფრო მეტი აღმოჩენის წინაშე ვდგებით.
სწორედ ასეთი ამოუწურავი აღმოჩენების ადგილია საქართველოში ვანი, რომლის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები იმის მტკიცებულებაა, რომ მითიური "ოქრომრავალი კოლხეთი" მართლაც არსებობდა.
3 ათასწლეულის ისტორიის მქონე ქართული საგანძურის შთაგონებით შექმნილი სამკაულები არა მარტო დაამშვენებს, არამედ მრავალსაუკუნოვან და შთამბეჭდავ ისტორიაში ამოგზაურებს ადამიანს.
Chronos-ის ეს კონკრეტული სამაჯური წარჩინებული კოლხი ქალბატონის, ძვ.წ. IV საუკუნის სამკლავურის ინსპირაციითაა შექმნილი. ორიგინალი აღმოჩენილია ვანში.
ლურჯი სუფრა
ყოველი ტრადიციული ნივთი, რომელიც უბრალოდ ვიზუალურად მოგვწონს, სინამდვილეში მნიშვნელოვან ისტორიას გვიყვება. ამის მაგალითია XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტი — ლურჯი სუფრა.
შთამბეჭდავია სუფრაზე გამოსახული დეკორატიული მოტივები და ორნამენტები: აღმოსავლური მანები, ქორბუდა ირმები, ჩიტები, თევზები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ადამიანები თუ ანბანი, რომლებიც სუფრის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებს თითქოს ამბავს უყვება და ქართველი ხალხის უძველეს წარმოდგენებსა და ადათ-წესებს უზიარებს.
საუკუნეების შემდეგ, ისტორიული მოტივებით, ტრადიციული ლურჯი სუფრის სხვადასხვაგვარი თანამედროვე ვერსია იქმნება.
ამ კონკრეტულ სუფრაზე წარმოდგენილია ქართული კულტურის სიმდიდრე - სამივე დამწერლობა: ნუსხა-ხუცური, ასომთავრული და მხედრული. სუფრა გაფორმებულია შემდეგი ელემენტებით: სამოსის ორნამენტი XIV საუკუნის ფრესკიდან — "ბექა და სარგის II ჯაყელები"; ტრადიციული ლურჯი სუფრის კანტის ელემენტი კახური ფარდაგიდან; ასომთავრული საზედაო მხატვრული ასოები ხელნაწერიდან — "მოქვის ოთხთავი" და კალიგრაფ დავით მაისურაძის მხედრული ანბანის შრიფტი.
აბრეშუმის შარფი
თუკი საჩუქრად გამორჩეულ აქსესუარს ვეძებთ, სჯობს, ქსელურ მაღაზიებში დრო არ დავკარგოთ და განსხვავებული რამ ვეძებოთ, რასაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. სწორედ ასეთი ისტორიული კონტექსტითაა დატვირთული ეს შარფი, რომელიც ფრესკებზე გამოსახული დიდგვაროვნების სამოსიდან აღებული ორნამენტებით, პროექტის — "ქართული ქსოვილის" ფარგლებშია შექმნილი.
2 წლის განმავლობაში, მხატვრებისა და მკვლევრების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. პროექტის მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრება იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ბუნებრივია, ქვეყნის მულტიკულტურულობა ტრადიციული ქსოვილის ორნამენტებზეც აისახა.
ამ კონკრეტული აქსესუარის ორნამენტი XVII საუკუნეში, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული მეგრელი დედოფლის სამოსის ნაქარგის მოტივებზეა შექმნილი.
ტილოს ბლოკნოტი
ამ საჩუქრის მიღების შემდეგ, შეუძლებელია ადრესატი არ დაინტერესდეს 80-იანელების თაობის გამორჩეული ქართველი ფერმწერის, სრულიად განსხვავებული სტილის, ტექნიკისა და ხედვის მქონე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრებით, რომლებმაც ყურადღება სოტბისა და კრისტის აუქციონებზე, ავტორის გარდაცვალების შემდეგ მიიპყრეს.
აბრამიშვილის ბევრი ნამუშევარი ფლორასა და ფაუნას უკავშირდება, რომლებიც ხან სამოთხის ბაღებს, ხანაც ქრისტიანულ სამყაროს ან სულაც ინდურ მანდალას მოგაგონებთ და სადაც დასავლური და აღმოსავლური კულტურები ჰარმონიულად ერთიანდება.
მაგნიტი
ახალი ქვეყნის ვიზიტისას, ვცდილობთ, ასობით მაგნიტს შორის, ჩვენი მაცივრისთვის ყველაზე განსხვავებული შევარჩიოთ ხოლმე. ასეთი რთული არჩევანის წინაშე არიან სუვენირების დახლებთან საქართველოში ჩამოსული ტურისტებიც.
თანამედროვე ქართველი მხატვრის — ელენე მელქაძის დახატული და შემდეგ მაგნიტებზე ექსკლუზიური უფლებით გადატანილი თბილისის ყველაზე სახასიათო ადგილები, ნებისმიერი მაცივრის კოლექციაში გამორჩეული სუვენირი იქნება.
პოსტერი
პოსტერი საუკეთესო გზაა, ჩვენს ინტერიერში სამუდამოდ ჩვენთან ერთად დარჩეს ყველა ის ადგილი, რომელთანაც ახალ ქალაქში ვიზიტისას დაგროვილი საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს.
ძველი თბილისი და აბანოთუბანი დღემდე ინარჩუნებს ავთენტურ სახეს. სწორედ ამიტომ რჩება ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად. თბილისის ისტორია და სახელწოდებაც ხომ სწორედ ბუნებრივი თბილი წყაროებიდან მოდის. "წყალი, რომელიც უცეცხლოდ დუღს" — ასე მოიხსენიებდა მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი თბილისის გოგირდის აბანოებს. მე-18 საუკუნეში ორბელიანებმა "აბანოთა დედოფალი" — ჭრელი აბანო ააგეს, რომელიც დღემდე უამრავ სტუმარს იზიდავს.
მაისური
რამდენიმე წლის წინ თბილისური ღამის ცხოვრების სწრაფი განვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენილა დასავლური სამყაროსთვის. სწორედ მაშინ, ბრიტანულმა The Guardian-მა თბილისური საკლუბო ცხოვრება, ბერლინის 90-იანი წლების ღამის ცხოვრებას შეადარა და დაწერა: "ბერლინის გარეთ ბერგჰაინის მსგავს კლუბს მხოლოდ თბილისში ნახავთ".
ალბათ ამიტომაც, დღეს არაერთი ადამიანი ჩამოდის თბილისში ხარისხიანი მუსიკისა და შემსრულებლების მოსასმენად. ასეთი ვიზიტორებისთვის კი ბუნებრივია, სამახსოვრო საჩუქარიც ტურისტული მაგნიტისგან და სუვენირისგან განსხვავებული უნდა იყოს.
თუ თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენაზე ვსაუბრობთ, მუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ ალექსანდრე კორძაიას — იგივე Kordz-ის, რომელიც ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, კომპოზიტორი და უბრალოდ მუსიკალური ბგერების ჯადოქარია.
ველიზე Stockton Records-ის მაისურებს აღმოაჩენ.
კერამიკის ყანწი
განსხვავებული სასმისი — ყანწი, შინაური ცხოველის რქების გაწმენდის, გამოხარშვისა და გაპრიალების შედეგად მზადდებოდა და დიდ ინტერესს იწვევდა კავკასიაში მოგზაურ ვაჭრებსა და მეომრებში. რქისგან დამზადებული სასმისები მსოფლიოს არაერთ კულტურაში გვხვდება. თუმცა, საქართველოში ღვინის 8000 წლიანმა ისტორიამ, ყანწი ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილად აქცია. ის დღესაც ინახება ოჯახებში, როგორც ქართული სტუმარმასპინძლობის, სუფრის ტრადიციებისა და ლხინის სიმბოლო.
აღმოაჩინე ორიგინალური ქართული ნივთები ერთ სივრცეში, ველის ციფრულ თაროებზე.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები