გიორგი მაისურაძე

7 Mar. 2023, 16:57

საქართველოს უახლესი ისტორია: ერთმა ბოროტმა და გაუმაძღარმა კაცუნამ, გამწარებული და სასოწარკვეთილი ხალხის მოტყუებით, მიიტაცა ძალაუფლება, ირგვლივ შემოიკრიბა მასავით სინდის-ნამუსგარეცხილი უტიფარი, გაუმაძღარი და ბოროტი ადამიანები, პროფესიონალი გარეწრები, უთავმოყვარეო, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის მკისრებელი კაცუნები. მათი მეშვეობით მიიტაცა და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, მოწამლა სიცრუით, ცილისწამებით, შუღლისა და ღვარძლის თესვით, შექმნა ისეთი გასაძლისი მდგომარეობა, რომ ასეულობით ათასი სასოწარკვეთილი ადამიანი გააქცია საკუთარი სამშობლოდან. ბოლოს, ყველა თავისი ჩადენილი ბოროტება რომ შერჩეს და წინააღმდეგობის გამწევი არავინ დარჩეს, გადაწყვიტა ყველა არამისიანი მტრებად და აგენტებად გამოეცხადებინა, ხოლო საქართველო დედამიწაზე ყველაზე ბოროტი ქვეყნის — რუსეთის მაზრად აქციოს და მსოფლიო რუკიდან სამუდამოდ გააქროს. ახლა არჩევანი თავად საქართველოზეა: დათანხმდება საკუთარი ისტორიის დამთავრებას და გაქრობას, თუ თავად ამ ბოროტ კაცუნას და მის ალქაჯებს გაუშვებს ისტორიის სანაგვეზე და ამ სამარცხვინო კოშმარს დაასრულებს?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ