ბესიკ ხარანაული

7 Mar. 2023, 17:41

შეძახილი

ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა,
ეს ბებერი
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ზოგი ტირის,
ზოგი ღნავის,
ლხინში არის დანარჩენი,
მაგრამ, სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!
მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეღირება ლარი უქმეებზე?1973 ნახვა
  2. ფუნიკულიორთან ჩაინგრა შენობა — დაიღუპა 28 წლის ბიჭი და 2 ადამიანი დაშავდა1074 ნახვა
  3. მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი "ფუკოს ქანქარას" წამყვანი გახდა — ვინ არის ლუკა ეხვაია?1069 ნახვა
  4. ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად, 7 პირი დააკავეს — ერთ-ერთი ბაზრის დირექტორია991 ნახვა
  5. რისთვის დააკისრა ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს $170 მილიონის გადახდა?752 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის 9 თვეში 806 152 ლარი დაიხარჯა

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის პირველი 3 კვარტლის ანგარიშების მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~