კახა კალაძე

8 Mar. 2023, 16:16

თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს, მეგობრებო, თქვენი ნებაა. თუმცა გარწმუნებთ, რომ ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერავინ შევალთ. ისიც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშეხები შედეგები მოყოლებული 2012 წლიდან, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰქონდა. 

ამბობს კალაძე ფეისბუქლაივში. ქართული ოცნების ეს მესიჯბოქსი ბიუროს სხდომაზე გიორგი ბურჯანაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, "რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი". ამის შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ განცხადებას ინტერპრეტაციებისა და პროპაგანდისტული ნარატივის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ