NGO-ების შეფასებით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, უფლებები საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, WISG, GDI, PHR, ISFED, HRC და სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ პარლამენტმა დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს — გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება.
- ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი.
- შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 66 მოქალაქე — ორგანიზაციებისთვის კი ამ დროისთვის მხოლოდ 42 პირის ვინაობაა ცნობილი.
- როგორც NGO ამბობენ, დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გადანაწილებულები, რაც მათთან დაკავშირებას და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას საგრძნობლად ართულებს
ორგანიზაციების განცხადებით, ორგანიზაციები განაგრძობენ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათი ინტერესების სასამართლოში დაცვას.
- მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.
- ასევე, დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
- "დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს".
- ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
-
ამასთან ითხოვენ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
დეტალები: NGO-ები წერენ, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალებები ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ სტანდარტებს.
- განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სტანდარტით, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილ იქნება მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევა, ხსენებული არ აქცევს მშვიდობიან აქციას ავტომატურად არამშვიდობიანად.
- ორგანიზაციების თქმით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები.
- "მხოლოდ ერთეული იზოლირებული ძალადობის ან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემონსტრაციის განმავლობაში არ არის თავისთავად მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლება შეიზღუდოს";
- "სამართალდამცავები არ უნდა მოეპყრონ შეკრებილ ხალხს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ან (როგორც უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალის გამოყენებით დაშლისას";
- "ძალის გამოყენება აქციის იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობის გამწევთა რიგებში არ არიან, არ არის გამართლებული, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მცირე ჯგუფი შეიძლება პოლიციას უპირისპირდებოდეს".
მათი შეფასებით, დემონსტრანტების შეკრების უფლებაში ჩარევა არ იყო ლეგიტიმური — "შსს-ს მიერ გაკეთებული პირველივე ჩარევა იყო უკანონო და არაპროპორციული ზომა".
- "პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების გაფრთხილება სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაიწყო";
- "პოლიციის მხრიდან კანონის უხეშად დარღვევამ და ძალადობამ გამოიწვია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილის გაღიზიანება";
- "უკვე შემდგომ განხორციელებული ჩარევების დროს კი, პოლიცია სათანადოდ ვერ ახერხებდა მშვიდობიანი უმრავლესობისა და პოლიციასთან დაპირისპირებაში შესული მცირე ჯგუფის დიფერენცირებას";
- "მთლიანობაში, აქციაზე პოლიციამ ძალის მასობრივი მობილიზებით მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისთვის დამაშინებელი და სახიფათო გარემო შექმნა".
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
კომენტარები