სტუდენტები ამბობენ, რომ რუსული კანონის მხარდამჭერებში მათი ლექტორების ნახვა სამწუხაროა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს პარლამენტმა პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით, 76 მხარდამჭერით მიიღო.
- კენჭისყრა პოლიტიკური დაპირისპირებისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
- ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი.
დეტალები: სტუდენტები გმობენ რუსულ კანონს და ამბობენ, რომ ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.
- მათივე თქმით, კანონპროექტის შინაარსი და მიზანი სრულად ემთხვევა 2012 წლის შემდეგ რუსეთში ადამიანის უფლებების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის მიღებულ კანონმდებლობას.
- "კანონპროექტი დამაზიანებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ის მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე", — ნათქვამია განცხადებაში.
- განმარტავენ, რომ კანონი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ სწრაფვას და უგულებელყოფს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის.
- სტუდენტების თქმით, სამწუხაროა კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის მათი ყოფილი და მოქმედი ლექტორების — ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანისა და ანრი ოხანაშვილის ნახვა.
- "კანონპროექტის მხარდაჭერით, მათ უარი განაცხადეს იმ პრინციპების ერთგულებაზე, რომლებზეც საუნივერსიტეტო სივრცეში საუბრობდნენ, მათი დიდი ნაწილისგან ჩვენ არ მოგვისმენია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის კრიტიკა", — წერენ სტუდენტები.
სტუდენტები მოუწოდებენ ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, ღიად და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია კანონპროექტისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის დამაზიანებელი პროცესების შესახებ.
- "ასევე საქართველოს პარლამენტს, არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება", — ნათქვამია განცხადებაში.
- სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მოქალაქეების მოვალეობა კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა და ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვის ხელშეწყობაა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები