სალომე ზურაბიშვილი

9 Mar. 2023, 01:52

საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. შეიძლება მიიღოს პარლამენტის წევრებმა, მაგრამ ქართველი მოსახლეობა არ მიიღებს, არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. მე პირველი დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი, რისი დაძლევაც პარლამენტის უმრავლესობას შეუძლია თუ მოინდომებენ. მაგრამ ხალხის სურვილია, რომ იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან. ჩვენ მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით, როცა რამდენიმე თვეში ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამ ტიპის კანონი პირდაპირ ბარიერია სტატუსის მისაღებად. ამიტომაც გამოდის ხალხი ქუჩაში. მათ იციან, რომ მხოლოდ ამ კანონის ინიცირებაც კი, არა თუ შინაარსი, ჩვენი ევროპისგან დისტანცირებას გამოიწვევს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ