აქტივისტი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მის სახლში პოლიცია იარაღითაა შესული
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ვიდეოს სოციალურ ქსელში აქტივისტი, გვანცა გორდეზიანი თავად აქვეყნებს.
გორდეზიანი წერს, რომ მის სახლში, სადაც 3 არასრულწლოვანი იმყოფება, სპეცოპერაცია ტარდება, პოლიცია კი იარაღითაა შევარდნილი.
- ისინი სპეციალური ეკიპირებით არიან, თუმცა არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები იმის გასარკვევად, თუ რომელ ქვედანაყოფს წარმოადგენენ.
- არაფერს ამბობენ კითხვაზე, ვისგან მიიღეს სპეცოპერაციის ჩატარების საშუალება, ან რა არის მოტივი და საფუძველი.
- აქტივისთვის არც რამე დოკუმენტი წარუდგენიათ და არც უწყებას ასახელებენ, თუ ვის დავალებას ასრულებენ.
- აქტივისტი მათ ეუბნება, რომ სახლში ბავშვები არიან და შეშვებას სთხოვს, თუმცა ამის უფლებას არ აძლევენ.
- "ცოტახანი და მერე შეხვალთ, დამშვიდდით", — ეუბნება მას, სავარაუდოდ,
- გარდა ამისა, შეიარაღებული პირები იმყოფებიან საცხოვრებელ კორპუსთანაც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით 6-ზე მეტი საათის განმავლობაში შლიდა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი დარბევაზე გადავიდა.
- როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტები ჰყვებიან, დილის 5 საათიდან პარლამენტთან განლაგებული რობოკოპები დაიძრნენ, მათ წინ წყლის ჭავლის მანქანა მოდიოდა, რომელიც აქტივისტებს უმიზნებდა და გზას ასე "წმენდდა".
- პარალელურად ისროდნენ ცრემლსადენი გაზის ჭურვებსაც და იმდენად ბევრს, რომ ხალხი ტერიტორიიდან გასვლას ვერ ასწრებდა და ცუდად ხდებოდა.
- აქციის მონაწილეთა ნაწილი გარიდებას და უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ვინც პოლიციას ჩაუვარდა ხელში, ძალის გამოყენებით დააკავეს და იძალადეს.
დეტალები: ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მივიდა პირი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც 20 ივნისის დარბევას ხელმძღვანელობდა და "სისასტიკით გამოირჩევა".
- პუბლიკას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე დაკავებისას შეუძლოდ ხდება. პოლიციელებს ეუბნება მას, რომ ემორჩილება, თუმცა მაინც მიჰყავთ, შემდეგ კი გული მისდის — სამართალდამცავები მას ასულიერებენ და შსს-ის მანქანაში სვამენ.
- ფორმულას გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ სპეცრაზმელი მოქალაქეს სახეში მუშტს ურტყამს, ის ძირს ეცემა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაარტყა, სპეცრაზმელი არ პასუხობს.
- ასევე, ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, როგორ ურტყამს რამდენიმე სპეცრაზმელი დაბლა დავარდნილ მოქალაქეს.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები