10 რამ, რისი დაჯერებაც გულით გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის
"ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებს" — სამყარო სავსეა ისეთი მოვლენებით, რომელთა დაჯერებაც მთელი გულით გვინდა, მაგრამ ძალიან, ძალიან გვიჭირს. მაგალითად, 9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, ქართულმა ოცნებამ და ხალხის ძალამ განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტს უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ. ამ განცხადებამ საზოგადოებაში ჯერ სიხარული, შემდეგ კი სამართლიანი ეჭვიც გამოიწვია.
იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობისგან უკვე ბევრი ფუჭი დაპირება გვსმენია, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში 10 რამ ჩამოვთვალოთ, რისი დაჯერებაც გულით გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის:
1. რუსული კანონპროექტის "გაწვევა"
რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებამ მაშინვე გამოიწვია იურისტების კრიტიკა. მათი თქმით, კანონის რუსული ვერსიის უკან გაწვევა პროცედურულად არ შეიძლება, რადგან პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უკვე მიიღეს.
საიას განმარტებით, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს კანონპროექტისთვის ხმის არმიცემით. ამასთან, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საჭიროა გავიდეს 1 თვე, რომლის განმავლობაშიც ის კენჭისყრაზე განმეორებით არ დადგება. რეგლამენტის მიხედვით, ამ შემთხვევაში კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. რაც შეეხება, კანონპროექტის მეორე ვერსიას, მისი გაწვევა ინიციატორებს შეუძლიათ, ვინაიდან ის პირველი მოსმენით ჯერ არ მიუღია პარლამენტს.
მოგვიანებით, ინფორმაცია გავრცელდა, რომ პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან რუსული კანონპროექტი უკან გამოითხოვა და უმრავლესობა გეგმავს, მას მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს.
საზოგადოება დარწმუნებული არაა, რომ "აგენტების" კანონს სამუდამოდ გამოვემშვიდობებით. ასეც რომ მოხდეს, მსგავსი კანონის ინიცირება, რომელიც კრიტიკულ მედიებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს უქმნის საფრთხეს, ევროპულ ღირებულებებს ნამდვილად არ შეესაბამება. თანაც ამ კანონის არმიღება არაა იმის უპირობო გარანტია, რომ მომავალში სხვა რუსული კანონების გაპროტესტებაც არ მოგვიწევს.
2. ჰოგვორტსის არსებობა
დღეს ჰოგვორტსის არსებობა უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება, ვიდრე ის, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი რუსული და საფრთხისშემცველი არაა. ჰერმიონ გრეინჯერი რომ გვიყურებდეს, ჩვენს პროტესტს შინაურ ელფებთან ერთად შემოუერთდებოდა.
3. სანტა კლაუსის არსებობა
სანტა კლაუსის ბავშვებს მაინც სჯერათ, მაგრამ მთავრობის "ევროპული გეზის"...
4. ნიანგის ცრემლები
ატირებული ნიანგი ჩვენთვის თავის მოჩვენებას მაინც ცდილობს, კანონპროექტის "გაწვევასთან" დაკავშირებით ოცნების განცხადებაში კი პირდაპირ წერია, რომ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და "რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა". გამოდის, რუსული კანონი, რომელიც მედიებისა და უფლებადამცველი ორგანოების შეზღუდვას გამოიწვევს, სწორად მიაჩნიათ.
5. ის, რომ ჯორჯ მარტინი ახალ წიგნს წელს გამოუშვებს
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მოყვარულები მარტივად მიხვდებიან, თუ რამდენად რთულადაა საქმე, როცა ჯორჯ მარტინის მიერ წიგნის გამოშვების დაპირება უფრო დამაჯერებელია, ვიდრე კანონპროექტის "გაწვევა" და მთავრობის "ღირსებით ევროპისკენ" სწრაფვა.
6. დრაკონების არსებობა
დრაკონები არ არსებობენ, მაგრამ რომ არსებობდნენ, გვჯერა, რუსული კანონი მათაც აღაშფოთებდათ.
7. ის, რომ ოქროს თევზს 3 სურვილის ასრულება შეუძლია
ნეტავ, მართლა შეეძლოს და ერთი სურვილიც გვეყოფოდა: რუსეთისა და პრორუსი ადამიანებისგან თავის დაღწევა. თუმცა გვჯერა, ამას თევზის გარეშეც მოვახერხებთ.
8. ის, რომ სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონი კარგი იყო
თუ ამის გჯერა, ჯონ სნოუს მსგავსად შენც არაფერი იცი.
9. ის, რომ ნეტფლიქსის მიერ მიტოვებული ჩვენი საყვარელი სერიალები ოდესმე გაგრძელდება
ნეტავ, ნეტფლიქსს სერიალების გარდა სხვა რაღაცების გაუქმებაც შეეძლოს...
10. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის
"ღირსებით ევროპაში" — ეს ლოზუნგი აქტიურად ვრცელდება მმართველი პარტიის სოციალურ ქსელებში, თუმცა იმავე პოსტებში რუსეთს არავინ გმობს. მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის ფრაზა — "ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის" — საკმარისი პასუხია კითხვაზე, სურს თუ არა მთავრობას ჩვენი ევროპული მომავალი. ამ შემთხვევაში მარტო ბოლო კი არ გვაკვირვებს, არამედ ფიცისაც აღარ გვწამს.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები