გირჩი — მეტი თავისუფლება

9 მარ, 2023

რუსული კანონი არ გაწვეულა! პროცედურულად, კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, რეგლამენტით კანონის უკან გაწვევა აღარ ხდება, მისი გაწვევა მხოლოდ კენჭისყრამდეა შესაძლებელი. ამიტომ საჭიროა კანონი გამოითხოვონ ვენეციის კომისიიდან, მეორე მოსმენით უყარონ კენჭი და ჩააგდონ.

რადგან ქართული ოცნების სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს, ბრძოლა არ დამთავრებულა! ისევ 19:00 საათზე ისევ პარლამენტთან ძალაშია.

ორი მოთხოვნა:

1) გაათავისუფლონ ყველა დაკავებული

2) მოგვცენ მკაფიო გარანტია კანონის უკან გაწვევაზე.

მშვიდობიანი მომიტინგეების მოწამვლის, ცემისა და დაჭერის ფასი ჯერ არ გადაუხდიათ და აუცილებლად გადაიხდიან. ყოფილი მოღალატე არ არსებობს! რუსკი კარაბლ ...

წერს გირჩი — მეტი თავისუფლება სოციალურ ქსელში. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა წულუკიანზე: "ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია"3282 ნახვა
  2. თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე: "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის"1807 ნახვა
  3. რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან1639 ნახვა
  4. AXIOS: თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტს, ტრამპმა შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს1332 ნახვა
  5. ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს1058 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~