EMC: კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოკლე ვადებში გამოიძიონ დემურ სტურუას საქმე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)დემურ სტურუას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციას მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის:
- დაღუპული დემურ სტურუას ტელეფონზე არსებული სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ისტორია, გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ინფორმაცია გარდაცვალებამდე მცირე დროით ადრე დემურ სტურუასა და პოლიციელს შორის სავარაუდო სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ;
- დაღუპულის სხეულზე სავარაუდოდ არსებული ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობა (რაც პირველმა ექსპერტიზამ დაადასტურა), ასევე მათი მიღების დრო და გარემოებები;
- დაიკითხოს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დემურ სტურუას მიერ წერილში ხსენებული პოლიციელისა და დემურ სტურუას შორის კომუნიკაციის შესახებ ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას;
- დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც დემურ სტურუასა და პოლიციის თანამშრომლების კომუნიკაციის თვითმხილველები შეიძლება იყვნენ;
- შესწავლილ იქნას დემურ სტურუას გარდაცვალების დღეს წერილში დასახელებული პოლიციელისა და მისი თანმხლები პოლიციელის გადაადგილების მარშრუტი და დაზუსტდეს ინფორმაცია მათი ვიზიტის შესახებ დემურ სტურუას ოჯახში. ასევე გამოიკითხოს ამ ფაქტის ყველა შესაძლო თვითმხილველი;
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას რამდენიმე დღეა აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.
2016 წლის 15 აგვისტოს ჩატარდა ოჯახის წევრების გამოკითხვა, ასევე დაიგეგმა სხვა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე EMC დემურ სტურუას ოჯახის და დაზარალებულად ცნობილი დედის ინტერესებს იცავს და აცხადეს რომ აღნიშნული საქმე არის დადასტურება იმ ძალადობრივი და არაჰუმანური საპოლიციო პრაქტიკების, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმებითა და თვითნებობით ნარკოპოლიტიკის სფეროში ვლინდება:
"საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული საქმე გახდეს ქვეყანაში არსებული ძალადობრივ ნარკოპოლიტიკისა და ხისტი პოლიციური რეჟიმის რადიკალური ტრანსფორმაციის საფუძველი".
ორგანიზაცია მოითხოვს რომ:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებზე, რათა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და დასრულდეს დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა;
- საკანონმდებლო ცვლილებებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს პრაქტიკაში პოლიტიკის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება;
- გადაიდგას სისტემური ნაბიჯები პოლიციის სისტემის რეალური რეფორმირების მიმართულებით;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს პოლიციის სისტემაში ძალის გადამეტების, შანტაჟისა და მუქარების ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია;
EMC აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოძიებამ მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტურად უზრუნველყოს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. მათი განცხადებით, გამოძებამ უნდა დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცემა ყველა ის პირი, ვისი უშუალო ბრალეულობა, თანამონაწილეობა ან გულგრილობა იკვეთება აღნიშნულ საქმეში.
EMC მნიშვნელოვად მიაჩნია, რომ გამოძიებამ ასევე შეისწავლოს პოლიციის მხრიდან აღნიშნულ და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ პირებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის სხვა ფაქტების შესახებ, რაც გამოააშკარავებს ადგილობრივი პოლიციის მუშაობის უკანანო და რეპრესიულ პრაქტიკებს:
"გამოძიება უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ მის მიმართ გაჩნდეს ნდობა ოჯახში და ადგილობრივ საზოგადოებაში, რათა ადგილობრივებმა გამოიჩინონ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სურვილი და მიაწოდონ მათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია".
EMC ასევე გამოძიების პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზეც მიუთითებს:
"დანაშაულის სიმძიმისა და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობისას აგრეთვე მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესის გამჭვრივალობა და მასში დაზარალებულის აქტიური ჩართულობა".
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები