DRI ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის მიმართ ევროპული კონვენციის, სულ მცირე, სამი მუხლი დაირღვა
ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 8 მარტს, ჯაფარიძის ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორი წერდა, რომ პარლამენტის გვერდით შეჰყავდათ რობოკოპები, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო და "თან შეიყოლეს" ჯაფარიძე და პარტიის კიდევ ერთი წევრი, ნიკა მოსიაშვილი.
- ჯაფარიძის ცოლმა, ნატა ქორიძემ თქვა, რომ აქციაზე ჯაფარიძეს თავში მიაყენეს დაზიანებები, შემდეგ კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.
- მოგვიანებით On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ გირჩი — მეტი თავისუფლება-ს ლიდერი დაკავებულია.
დეტალები: ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დაკავებულები მოინახულა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დაზიანება ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა.
- DRI ამბობს, რომ ჯაფარიძე მაშინ დააკავეს, როცა სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა.
- "ჯაფარიძე მოულოდნელად წააქცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის ეზოში შეათრია, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის 10-15 კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირებადი", — წერია განცხადებაში.
- ამბობენ, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი, პირველივე
შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. - უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია
ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათისა. - მათი ინფორმაციით, შსს-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თქმით, დაკავების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ემსახურებოდეს დაკავებულის დასჯას, მისთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას და/ან მისი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.
DRI-ის შეფასებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულ მცირე, სამი მუხლის დარღვევა.
- მე-3 ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა.
- მე-5 თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება.
- მე-10 მუხლების გამოხატვის თავისუფლება დარღვევა.
DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეწყვიტონ შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები.
- დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება — უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვა.
ასევე ორგანიზაცია მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს, დარბაზიდან გაათავისუფლოს ზურა ჯაფარიძე და მიუთითოს მისი დაკავების უკანონობაზე.
ორგანიზაცია საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, რომ ჯაფარიძეს მიმართ განხორციელებული ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები