ქუთაისში აქტივისტის სახლთან, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებს, წარწერები დატოვეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
წარწერები, რომლებიც აქციის მონაწილეთა სახლებთან გაჩნდა, შემდეგი შინაარსის იყო: "აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცჯაშუში".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტიდან, საქართველოს ქალაქებში რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება.
- აქციას უერთდება ყველა საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი, მათ შორის — მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კრემლის გავლენით შთაგონებული კანონის პირდაპირი სამიზნეები არიან.
- ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი აკაკი საღინაძეა, რომელიც წლებია სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული.
- მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა, პარალელურად, დაიწყებს ხალხთან დიალოგს და შემეცნებითი ხასიათის კონსულტაციებს ჩასაგდებად გადადებული კანონის ავკარგიანობაზე.
დეტალები: შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა, აქტივისტის თქმით, არ იცის ვინ დატოვა წარწერები, თუმცა ყველასთვის ცნობილია, ვინ უჭერს მხარს რუსულ კანონს.
- ქართული ოცნების დეპუტატი, დიტო სამხარაძე ამტკიცებდა, რომ წარწერები ჯაშუშობაზე სწორედ იმ აქტივისტების სახლთან გაჩნდა, რომლებმაც ქუთაისელი მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან წარწერები 2 დღის წინ თავად დატოვეს.
- აკაკი საღინაძე ბრალდებას სიცრუეს უწოდებს, და აცხადებს, რომ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ადამიანებს თავად მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისგან.
- საღინაძის შეფასებით, ადამიანები მარტივად გაარჩევენ თავისუფლებისთვის მებრძოლ და სისტემის მორჩილ და მართულ ადამიანებს.
ქუთაისში საპროტესტო დღესაც აქცია გრძელდება.
- წინააღმდეგობის აქტი ცენტრალურ მოედანზე დაიწყო, სადაც მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
- აქტივისტები უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს, ითხოვენ აქციაზე უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლებას და აცხადებენ, რომ ქალაქში არის სხვა პრობლემებიც, რის ირგვლივაც იქ შეკრებილი საზოგადოება გაერთიანდა.
- "ტრიუკები მათთვის ნაცადი ფორმაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკანონმდებლო ლაფსუსები შეიძლება იყოს ამის შეფერხების მიზეზი. ამიტომ სანამ ბოლომდე არ გამოიტანენ კანონს და სანამ ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში მსგავსი ტიპის რუსული რეგულირების საერთოდ აზრი არ გაქრება, პროტესტი გაგრძელდება", — აცხადებს საღინაძე.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები