აშშ-ის საელჩო

9 Mar. 2023, 19:31

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია. 

დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი

მოკლედ: სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღეს, 13 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 23…