რეჟისორს, რომელიც აქციაზე დააკავეს იზოლატორში 36 საათის მანძილზე საჭმელი და წყალი არ მისცეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სასამართლო, რომელსაც ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან, მომდევნო დღისთვის გადაიდო.
დეტალები: მაცხონაშვილის თქმით, არასწორი ინფორმაცია უთხრეს დაკავების შემდეგ მის ადგილსამყოფელზე.
- "მთელი ეს დრო მეგონა, რომ ზაჰესში ვყავდი, ასე მითხრეს და თურმე, ყველას ასე უთხრეს ჩემზე. აღმოჩნდა, რომ სულ სხვაგან ვიყავი, დახურული და რემონტზე გასული #2 წინასწარ დაკავების იზოლატორი გახსნეს სპეციალურად ამ ღამისთვის".
- მისი თქმით, სპეცრაზმელები მაშინ დააკავეს, როდესაც მათთან ზურგშექცევით იდგა — ზურგიდან მიეპარნენ და პოლიციელების დიდ ჯგუფში შეათრიეს.
- მაცხონაშვილი ამბობს, რომ სასამართლოზე ვიდეომტკიცებულება სჭირდება, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელებს ვერ ხედავს, წინააღმდეგობას არ უწევს და მედიას დახმარებას სთხოვს.
- "დაკავება მოხდა ზუსტად 02:00-ზე, კინო რუსთაველის კუთხეში. თუ რომელიმე მედიას ამ დროით კადრების ამოგდება შეგიძლიათ, მტკიცებულებად წავიღებ. განცალკევებით და წინ ვდგავარ, ამიტომ იოლი საპოვნელი იქნება".
რეჟისორი წერს, რომ დაკავებიდან 15 საათი საჭმელი არ მისცეს. საჭმელი მას შემდეგ მიუტანეს, რაც საკანში სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შევიდნენ.
- მისი თქმით, სამართალდამცავებს უთხრა, რომ ვეგეტარიანელია და ნებისმიერი საჭმელი მიეტანათ, გარდა ხორციანისა, თუმცა რამდენიმე წუთში "ხორციანი მაკარონი" შეაწოდეს, რომელიც უკან გაატანა.
- "ამის შემდეგ 10 საათი არ შემომაწოდეს საჭმელი. მერე ცვლა შეიცვალა და ისინი დამპირდნენ, შემოგიგზავნითო. ისე დავტოვე იზოლატორი 36 საათის თავზე (და მერე 9 საათი სასამართლოს შენობაში), რომ საჭმელი არ მოუციათ".
- გარდა ამისა, არ მისცეს წყალი — "მაქედან დალიეო, მაქედან იყო უნიტაზზე დამონტაჟებული უბინძურესი ხელსაბანი".
- "იმედი მაქვს, მოსამართლე გაიაზრებს, რომ ეს დამსჯელობითი ქცევა იყო და იმასაც, რომ ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში ვეგეტარიანელობა/ვეგანობა რწმენის საკითხად განიხილება და მათი ქცევა დისკრიმინაციულია. იმას რომ თავი გავანებოთ, რომ ამდენი ხანს დაკავებულის შიმშილობა არ შეიძლება".
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ პარლამენტმა დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს — გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება.
- ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი.
- დილიდან სპეცრაზმმა აქციის დარბევა და მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა დაიწყო.
- 7-8 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა, ჯამში, 133 პირი დააკავეს — დღეს კი შსს-მა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა.
- NGO-ების შეფასებით, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები