სახლის საქმეებისთვის თავის არიდების გამო ესპანეთში ყოფილ ქმარს $215 ათასის გადახდა დაეკისრა
ესპანეთში მცხოვრები 48 წლის ქალი ყოფილი ქმრისგან 204 ათასამდე ევროს ($215 ათასი) მიიღებს ქორწინებაში შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოსთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანა მორალს ყოფილი პარტნიორი ყოველთვიურად გადაუხდის $528 დოლარს. აღნიშნული თანხა წყვილის ქორწინების პერიოდში ხელფასის მინიმალური ოდენობის მიხედვით განისაზღვრა.
მორალის თქმით, 25-წლიანი ქორწინების განმავლობაში საოჯახო საქმეებს მხოლოდ ის ასრულებდა. ამასთან, ქალი ჰყვება, რომ ამ პერიოდში არ ჰქონია პროფესიული კარიერის შექმნის შესაძლებლობა, რადგან მისი დრო მხოლოდ სახლსა და ოჯახზე ნაწილდებოდა. მისი ქმარი კი მხოლოდ პირადი ქონების გაზრდაზე ფიქრობდა.
სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, მორალის ქმარი სპორტულ დარბაზს ფლობდა და ძვირადღირებულ შენაძენებსაც არ ერიდებოდა. ამის მიუხედავად, ყოფილი ცოლის თქმით, კაცმა თავისი შვილის სწავლის გადასახადის დაფარვაც კი არ მოისურვა.
"აშკარაა, რომ ეს ძალადობა იყო", — აღნიშნავს მორალი, — "წლების განმავლობაში ჩემი დროის, ენერგიისა და სიყვარულის ოჯახისთვის გაღების მიუხედავად, ქორწინების დასრულების შემდეგ, მე და ჩემს შვილებს არაფერი დაგვრჩენია".
ქალი იხსენებს, რომ იგი საოჯახო საქმეების უმრავლესობას აგვარებდა, ამის მიუხედავად, ფინანსურ ნაწილზე წვდომა არასდროს ჰქონია — ყველაფერს ყოფილი ქმარი განკარგავდა.
მორალის ადვოკატის, მარტა ფუენტესის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, როგორ რჩება ხოლმე ქალების შესრულებული სამუშაო ჩრდილში.
"[ყოფილ ქმარს] რომ თავის კარიერაზე ეზრუნა, ქალი შინ რჩებოდა და შვილებს უვლიდა", — ამბობს ფუენტესი, — "იგი ქმრის ჩრდილი გახლდათ, ზურგს უმაგრებდა, რომ პროფესიულად გაზრდილიყო და ვიღაც გამხდარიყო".
ეკონომიკური ძალადობა ოჯახში
ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს მოიცავს საერთო დოვლათზე წვდომის შეზღუდვას და ფინანსების სრულიად დამოუკიდებლად განკარგვას. ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი იარაღია პარტნიორისთვის პროფესიული განვითარების შეზღუდვაც, მაგალითად, დასაქმების აკრძალვა. შედეგად, ქორწინების დასრულების შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი სულ არაფრით რჩება.
რამდენადაც ეკონომიკური ძალადობის უმრავლეს შემთხვევებში ქალებს საკუთარი სამსახური და შემოსავალი არ გააჩნიათ, მათი გაწეული შრომა საოჯახო საქმეებზე მართლაც ჩრდილში რჩება. საშინაო საქმეების შესრულება, რომელიც, წესით, თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, აუნაზღაურებელი სამუშაოა.
ოჯახში ეკონომიკური ძალადობის სხვა ფორმებია ალიმენტის გადახდაზე უარის თქმა ან მემკვიდრეობაზე წვდომის შეზღუდვაც. თუმცა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, კულტურული ფაქტორის გამო, ქალები ხშირად უარს ამბობენ, მსგავსი ტიპის ძალადობაზე ღიად ისაუბრონ ან შესაბამის სამსახურს მიმართონ.
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
კომენტარები