2010 წელს შემდეგ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
ამის შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსულ კანონპროექტს, რომელიც რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დღეს საპარლამენტო კენჭისყრაზე ჩავარდა, მმართველი გუნდი იმით ამართლებდა და იწონებდა, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა მიეღოთ.
- თუმცა საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მიღების თვალსაზრისით, საჯარო უწყებები ჩაკეტილია და ჟურნალისტებს ყოველთვის პრობლემა გვექმნება ინფორმაციის დროულად მიღების, ან საერთოდ მიღების კუთხით.
- IDFI-ის თქმით, 2022 წელს ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა.
- IDFI ამბობს, რომ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში.
- მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.
- ასევე, მათი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უპასუხოდ დატოვა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა.
დეტალები: IDFI-ის თქმით, 2022 წელს სტანდარტული წერილით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების მაჩვენებელი მინიმუმ 41%-ს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტმა უწყებამ (59%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე.
- 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან ორგანიზაციამ პასუხი მიიღო მხოლოდ 4,385 განცხადებაზე, ანუ 58%-ზე.
- 2022 წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა, 90% უპასუხო, უარი.
- ასევე, სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა 83% უპასუხო, უარი და ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა 66% უპასუხო, უარი.
- მათივე ინფორმაციით, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (69% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, აჭარის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.
- ამბობენ, რომ 2022 წელს 69 დაწესებულება, აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.
IDFI-ის დასკვნით, 2022 წელს გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხები 58%-ია, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
- მათი თქმით, 2013 წლის შემდეგ, ქვეყანაში დამკვიდრებული იყო გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რომელიც 2022 წლამდე წარმატებით იყო შენარჩუნებული.
- განმარტავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, საჯარო დაწესებულებათა უმრავლეს კატეგორიაში გაუარესდა, განსაკუთრებით, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები, რომლებმაც მასშტაბურად უპასუხოდ დატოვეს მათი მოთხოვნები.
-
"საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების რადიკალურად გაუარესებული მაჩვენებელი, შესაძლებელია, შეფასდეს როგორც მთელ რიგ უწყებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ნეგატიური ცვლილებები, რასაც ხელი შეუწყო მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროების დაფარვის სურვილმა", — ნათქვამია ანგარიშში.
- ამბობენ, რომ საყურადღებოა წლების განმავლობაში მაღალი გავლენის მქონე უწყებების თუ თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით შექმნილი პრეცედენტები, რამაც წაახალისა სხვა საჯარო დაწესებულებების თვითნებობაც.
IDFI ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესების არსებული მასშტაბი აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.
- "საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობები მნიშვნელოვნად უკავშირდება საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას", — ნათქვამია ანგარიშში.
- მათი თქმით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები