ნანა მალაშხია

11 Mar. 2023, 22:09

მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია, 47 წლის, საჯარო მოხელე. ჩვეულებრივი დღე იყო სამსახურის შემდეგ, მეუღლეს გავყევი ექიმთან და მოსაცდელში ჩავრთეთ საინფორმაციო სოციალური ქსელებით და ვნახე აქცია და ვნახე გარკვეული სიტუაცია, დაძაბულობაც და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ აი, აქედან მივდივართ პირდაპირ აქციაზე და ასე აღმოვჩნდით. 

[...] ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ რა, არც შემეშინდება ამის თქმა — კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტობრივად, კი არა და საბოტაჟი, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არანაირი შიშს გრძნობა არ მქონდა და წარმოიდგინეთ, რომ არც ახლა. 

გავიგე, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა და შეიძლება, რომ მსგავსი რამ მეც შემთხვეოდა, მაგრამ საერთოდ არ გამაჩნია შიშის გრძნობა, გულწრფელად გეუბნებით, არც მაშინ და არც ახლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას" — თსსუ-ს სტუდენტებმა ფიცი დადეს და რუსთაველიკენ მიემართებიან

მოკლედ: რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, სტუდენტების გაფიცვას შეუერთდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ,…