მიხეილ სააკაშვილი

13 Mar. 2023, 18:12

არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას ვიბრძოლებ. ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს — საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება. ეს არის სრულიად უპრეცედენტო დემარში. წინა დღით საფრანგეთის მთავარმა გაზეთმა Le figaro-მ გამოაქვეყნა ჩემი ვრცელი ინტერვიუ. მსოფლიოში სახელგანთქმულმა მოაზროვნემ ბერნარ ლევიმ ყველაზე მთავარ ამერიკულ ჟურნალში TIME-ში გამოაქვეყნა ჩემზე სტატია. დღეს შემატყობინეს, რომ მომენიჭა ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული პრემია. მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი. მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს. ძალა ერთობაშია და აქტიურობაში. ახლა პაუზების აღების დრო ნამდვილად არაა, დიდება ჩვენს ახალგაზრდობას, დიდება ყველა გულანთებულ უშიშარ პატრიოტს.

Slava Ukraina!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან

მოკლედ: პროევროპული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიან განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ქართული…