ვიოლა ფონ კრამონ

14 Mar. 2023, 18:38

პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი. ეს და სხვა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, ცხადია, მიმართულია ევროპარლამენტის დისკრედიტაციისკენ, ჩვენი მუშაობის დელეგიტიმიზაციისკენ, მაგრამ ჩვენი ჯგუფის არცერთ წევრს, არასდროს აუღია ფული.

მსგავსი რაღაცები ერთმანეთთან არ გვაახლოებს. მთელ ამ დრამასა და სპექტაკლს, რუსული კანონის, ე.წ უცხოური აგენტების კანონის გარშემო აქვს საბჭოთა სულისკვეთება და არის საბჭოთა ტიპის და ახლა ჩვენ მიმართ ბრალდებები, როგორც პერსონალური ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას.

ერთია კანონის უკან გაწვევა და მეორეა 12 რეკომენდაციის შესრულება. ამ ნაწილში ისევ საწყის ეტაპზე ვართ და არ გვინახავს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, მოსაგვარებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციაც, ეს უნდა გადაიჭრას მთავრობის მხრიდან, ისინი არიან პასუხისმგებელი და უნდა იმოქმედონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის ეს განცხადება მიმართება თბილისის სამედიცინო…