ანდრიუს კუბილიუსი

16 Mar. 2023, 12:59

ვფიქრობ, კარგია, რომ ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენთან შესახვედრად ერთად ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, დავუსვით კითხვები საქართველოში არსებული ვითარების შემდგომი ნაბიჯების და გეგმების შესახებ. ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, ახლა მთავრობა ხდება მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახით. ველი, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ პროევროპული ოპოზიცია არის ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გააკეთებენ ამას, ასევე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენს ინტერესებში შედის ქართველი ხალხის დახმარება ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევაში, სწორედ ამიტომ, დაინტერესებულები ვართ დავინახოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია აჩვენოს ალტერნატიული გზა ევროკავშირისკენ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება

მოკლედ: საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ დღეს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტში, რუსული…