საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლიბო ჯგუფი მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანია, რომელიც ბანკთან პარტნიორობით მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს, სადისტრიბუციო კომპანია ლიბო ჯგუფია. ის თბილისში, ახალ სასაწყობე ფართს 6 510 კვ.მ.ზე აშენებს, სახურავზე კი მზის პანელებს დაამონტაჟებს.
სასაწყობე ფართის პირველი ფაზა, რომელიც სულ მალე დასრულდება, 2 360 კვ.მ. ფართობზე იქნება განთავსებული. კომპანია, მზის პანელების დამონტაჟებას სწორედ აღნიშნულ სასაწყობე ობიექტზე გეგმავს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ ფინანსდება.
"საქართველოს ბანკის დახმარებით გურამიშვილზე ახალ სასაწყობე ფართს ვაშენებთ, რომლის დასრულების შემდეგ მზის პანელების დამონტაჟებას ვგეგმავთ. მზის სადგურების მშენებლობა არის გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც პასუხისმგებლიან კომპანიას შეუძლია. ბანკთან ერთად მზის პანელების განთავსებაში კომპანია გრინ ენერჯი დაგვეხმარება, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დაწყებული გვაქვს. აღნიშნული მზის სადგურები წლიურად 348 502 კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს, ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი 5 წელი იქნება", — აღნიშნავს ლიბო ჯგუფის თანადამფუძნებელი, ოთარ ბადაგაძე.
"დღითი დღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს. კერძო სექტორი გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე აქტიურად ფიქრობს. მზის პანელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. ამასთან, მზის სადგურების პროექტების განვითარება ბიზნესზე დადებითად მოქმედებს, აყალიბებს მას ეკომეგობრულ კომპანიად და მომხმარებლისთვის მეტ სანდოობას იმსახურებს", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები