გიორგი გახარია

17 Mar. 2023, 13:04

ამ ორ პროტესტს შორის უდიდესი განსხვავებაა. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ პარლამენტს, სცადეს პარლამენტის შენობაში შესვლა და ეს უბრალოდ დარღვევა იყო. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და, სხვათა შორის, პოლიცია 3-4 საათზე მეტ ხანს მოთმინებით იტანდა ამას. მაგრამ როცა ამ ორ აქციაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სულ სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ იყო კონკრეტული შემთხვევები მაგრამ ზოგადად, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. 

[...] როცა ამ საპროტესტო აქციებს ვადარებთ, მთავარი ისაა, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის საფუძველი, რომ გავაკრიტიკო პოლიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი ქმედებები. 

ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა DW-სთან ინტერვიუში კითხვას, რით განსხვავდებოდა 20 ივნისს მისი ქცევა ამჟამინდელი ხელისუფლების ქცევისგან, რომელსაც ახლა აკრიტიკებს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პოლიციის რეაგირება 20 ივნისს უფრო ძალადობრივი იყო, ვიდრე გასულ კვირას, ხოლო ზოგიერთმა მომიტინგემ მხედველობაც კი დაკარგა. .


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

დიდი ხნის ნანატრი ახალი iPad Pro M4 ჩიპით და iPad Air M2 ჩიპით უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის

ამას ყველანი მოუთმენლად ველოდით! - ახალი iPad Pro M4 ჩიპით და iPad Air M2 ჩიპით უკვე შეგიძლიათ წინასწარ…