ნინო ლომჯარია

19 Mar. 2023, 20:29

ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების, ე.წ. დალაიქების გამო თქვენი უფროსები ან ხელმძღვანელები რაიმე პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ. ასევე, მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს, დაიცვას მისი მოქმედი თანამშრომლები და სხვა ღირსეული მოქალაქეები მოსაზრების ნიშნით დევნისა და შევიწროებისგან ხელისუფლების პროპაგანდის მხრიდან.

ინფორმაციისთვის: რუსული პროპაგანდის ქარხანა პოსტ ტვ-მ ჩემი პოსტების დამლაიქებლებზე სიუჟეტი გააკეთა და იმუქრებიან პასუხს მოვთხოვთ მათ უფროსებსო.

წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია POSTV-ის საკონტროლო პაკეტს ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას რუსული კანონის ჩაგდება მოუწია, არხზე განსაკუთრებით გააქტიურდა კანონის მოწინააღმდეგეთა მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად…