პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული ობლიგაციების განთავსება. ობლიგაციების ვადა 7 წელია, რომელთა ემისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო განთავსების გზით განხორციელდა.
აღნიშნული ტრანზაქციის მიზანს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბაზისბანკისთვის დამატებითი მეორადი კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს, რომელიც, ბანკის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად, მიმართული იქნება საცალო, მსხვილი და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად.
"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ბაზისბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რითაც, საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ხელს ვუწყობთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. კაპიტალის გაზრდა ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას და მისთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ ჩვენს პარტნიორებს, მასში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის", — განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ობლიგაციები წარმოადგენს ასეთი ტიპის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და დღემდე გამოსული ყველაზე გრძელვადიანი კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკები წარსულში არ მონაწილეობდნენ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტები. აღნიშნული ტრანზაქციით სს ბაზისბანკის მონაწილეობა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მადლობა ბაზისბანკის მენეჯმენტსა და ტრანზაქციაზე მომუშავე გუნდს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს ალფა კაპიტალ ედვაიზორის როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშისათვის მნიშვნელოვან ტრანზაქციას. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი საინტერესო ტრანზაქციით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს", — განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორი მმართველმა პარტნიორმა.
ობლიგაციების ემისიის განთავსების აგენტი შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორი იყო, იურიდიული მრჩეველი შპს იურიდიული ფირმა ბიელსი, ხოლო გადახდის და კალკულაციის აგენტი სს პაშა ბანკი საქართველო იყო.
სს ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს.
შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორის შესახებ
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. კომპანიამ 2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა-დ“პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზია. ალფა კაპიტალი ედვაიზორის მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს მიუკერძოებელ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციო-საბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ — ალფა კაპიტალ ედვაიზორის კლიენტებს მიაღწევინოს სასურველი სტრატეგიული შედეგი. კომპანიის მმართველი პარტნიორები არიან ირაკლი ელაშვილი და ლევან წუწუნავა.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები