ვინ მიდის პარტიიდან და ვინ თანამდებობიდან
ქართულ ოცნებაში რომ საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო. მეტიც, 16 მარტს კობახიძე ამბობდა, რომ "თუ გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით".
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი გეგმავს წასვლას, ნაწილს კი რუსული კანონის მხარდაჭერაზე უარის გამო გაუშვებენ.
- ამას წინ უძღოდა ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის გასვლითი შეხვედრა, სადაც, როგორც პარტიაში თქვეს, "მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები იყო განხილული". ასევე, "ისაუბრეს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებზე".
- პარტიის გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა რამდენიმე მინისტრი და დეპუტატი, სკამების ნაწილი კი ცარიელი იყო.
- TV პირველის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი წყდებოდა.
სერგეენკო: გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც ქართული ოცნებიდან მიდის. თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დადის პარლამენტში და ტოვებს თუ არა პარტიას, პირდაპირ არ უპასუხა.
- "მე მართლა კარგად მესმის თქვენი ინტერესი რომ ამ პროცესებში ჩახედული იყოთ, მაგრამ მეც ვალდებული ვარ, გარკვეული წესები დავიცვა და წინასწარ არ დავიწყო გარკვეული მოვლენების შეფასება", — თქვა მან ნოდარ მელაძის შაბათის ფორმულასთან.
- აქვე პოლიტიკიდან წასვლას დააანონსა და ხაზს გაუსვა, რომ "რაც არ უნდა მოხდეს" ეს ბოლო მოწვევის პარლამენტია რომელშიც იქნება და დაამატა, რომ ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებს.
- რაც შეეხება რუსულ კანონს, სერგეენკომ თქვა, რომ ყველას აქვს უფლება და ვალდებულება თავისი პოზიცია გამოხატოს. ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ იყო მიუღებელი რუსული კანონი და რატომ არ მივიდა კენჭისყრაზე.
- "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია. მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი".
ჩაჩიბაია და კოვზანაძე: დაზუსტებული ინფორმაციით, ჩაჩიბაია მანდატს ტოვებს. როგორც თავად ფორმულასთან თქვა, "საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდა".
- მისივე განცხადებით, სურს გამოვიდეს პარლამენტიდან, ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოახდენს თავის რეალიზებას, თუმცა "რჩება პარტიის ერთგულ წევრად".
- ისაუბრა რუსული კანონისთვის ხმის არმიცემაზეც და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ აძლებს უფლებას, დარჩეს პარლამენტში.
- დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანდატის დამტოვებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც უერთდება და მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განცხადებით ოფიციალურადაც მიმართა.
საკადრო ცვლილებები: პროსახელისუფლებო მედიებმა გუშინ, 19 მარტს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმდჯომარე, გიორგი ამილახვარი შეცვლის.
- მის შესაძლო გამინისტრებაზე ფორმულა 2022 წლის ოქტომბერში წერდა.
- დღეს ღარიბაშვილმა ამილახვარი მართლაც წარადგინა ამ თანამდებობაზე.
- გარდა ამისა, ფორმულას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, შესაძლოა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჩაანაცვლოს. წულუკიანის ადგილას კი დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე მოიაზრება.
- მოგვიანებით, აზარაშვილმა თქვა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ იგეგმება.
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები