ირანელი ქალები საჯაროდ ცეკვისთვის დასჯილ გოგოებს სოლიდარობას ისევ ცეკვით უცხადებენ
ვიდეო, რომელშიც ირანელი ქალები ჰიჯაბის გარეშე ცეკვავენ, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ქალებმა ვიდეოს გადაღება და გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცეკვისთვის ირანის უსაფრთხოების ძალებმა თინეიჯერები დააკავეს და აიძულეს, მომხდარის გამო ვიდეოთი ბოდიში მოეხადათ. შეგახსენებთ, რომ კანონების მიხედვით, ირანში ქალებს ჰიჯაბის გარეშე საჯარო ადგილებში ყოფნა და ცეკვა ეკრძალებათ.
ვიდეო, რომელშიც 5 ირანელი თინეიჯერი ცეკვავს, ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა. გოგოები Rema-სა და სელენა გომესის ცნობილ სიმღერა Calm Down-ზე ცეკვავენ, რაც ინტერნეტში მაშინვე ირანში არსებული მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
თინეიჯერების ჯგუფი მალევე დააკავეს და ცოტა ხანში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ირანელი გოგოები ცეკვისთვის ბოდიშს იხდიან. ბოდიშის ვიდეოში ირანელ გოგოებს ჰიჯაბიც უკეთიათ და გრძელი ტანსაცმელიც აცვიათ.
ამაზე პასუხად, ირანში საპროტესტო ტალღა ისევ გაძლიერდა. ქალებმა მსოფლიოდან და ირანიდან იგივე მუსიკაზე ცეკვის არაერთი ვიდეო გადაიღეს, რომლებიც ინტერნეტში ისევ პოპულარული გახდა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში, შემდეგ კი მსოფლიოში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.
სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციაზე ირანელმა ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს და 22 წლის ქალის გარდაცვალება ამ ფორმითაც გააპროტესტეს. პროტესტიდან ცოტა ხნის შემდეგ კი, ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამად ჯაფარ მონტაზერის განცხადებით, ქვეყანაში მორალის პოლიციის საქმიანობა შეჩერდა. მორალის პოლიციას ქვეყანაში სამოსის ისლამური წესით ტარების კონტროლი ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ ირანში ჰიჯაბის ტარება ყველა ქალისთვის სავალდებულო 1983 წლის აპრილში გახდა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები