რას გვპირდება ამილახვარი
ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის მიხეილ ჩხენკელს შეცვლის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამილახვარის პოსტზე დანიშვნა ნაწილია იმ საკადრო ცვლილებებისა, რაზეც ინფორმაცია ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ ვრცელდება.
- ღარიბაშვილმა თქვა, რომ თანამდებობის დატოვების სურვილი მიხეილ ჩხენკელმა თავად გამოთქვა, რადგან აკადემიურ საქმიანობაში უნდა დაბრუნება. აქვე დაამატა, რომ ის მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
- ღარიბაშვილმა ჩხენკელს მადლობა გადაუხადა, ხოლო ამილახვარი აქო და "ძალიან წარმატებული ადამიანი" უწოდა.
- ისაუბრა მის დასავლურ განათლებაზე და თქვა, რომ ის უკვე წლებია, აქტიურადაა ჩართული ამ სფეროში. თქვა, რომ ამილახვარს "ძალიან კარგი ხედვა აქვს" და იცის, როგორ უნდა მოგვარდეს "ჯერ კიდევ არსებული პრობლემები".
- "ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთვქა, რომ ძალიან ბერვი სამეცნიერო ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე", — თქვა ღარიბაშვილმა.
რას გვპირდება ამილახვარი: ამილახვარმა სიტყვა ღარიბაშვილისა და გუნდის მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას უხელმძღვანელოს.
- მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რიგი გამოწვევები და პრობლემები რჩება, არ დაუკონკრეტებია რაზე საუბრობს, თუმცა ხაზი გაუვსა, რომ მათ სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდებათ.
- იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს ქართული ოცნება მადისკრედიტირებელი კამპანიით უპირისპირდება, ამილახვარი "ბავშვებთან, მშობლებთან, დამსახურებულ მასწავლებლებთან, სკოლებთან, ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან" აქტიურ კომუნიკაციას აანონსებს.
- "...იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ".
გარდა ამისა, ამბობს, რომ სურთ, საუკეთესო შესთავაზონ საკუთარ შვილებს, ამიტომ აქტიურად და სწრაფად იმუშავებენ.
- დებს პირობას, რომ შექმნიან აუცილებელ, ღირსებულ პირობებს მასწავლებლებისთვის. ასევე, შესთავაზებენ სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს იმ სტუდენტებს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ.
- ამილახვარის თქმით, მისი მინისტრობის დროს პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება, ამასთან დაკავშირებით კი ხედვას უახლოეს პერიოდში გააცნობს საზოგადოებას.
- "საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად. მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში".
- ამილახვარმა სიტყვა კვლავ ღარიბაშვილისთვის მადლობის გადახდით დაასრულა.
ვინ არის გიორგი ამილახვარი: დეპუტატი 1984 წელს მოსკოვშია დაბადებული. ქართული ოცნების სხვა სახეებისგან განსხვავებით ხშირი და ხმამაღალი განცხადებებით ცნობილი არ არის.
- ერთ-ერთია იმ 76 დეპუტატს შორის, რომელსაც საქართველოში რუსული კანონის მიღება სურდა.
- აქამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
- უფრო ვრცლად ამილახვარზე შეგიძლიათ ინფორმაციას გაეცნოთ აქ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები