ანა ნაცვლიშვილი

21 Mar. 2023, 13:56

სიყალბე მორალურად და ეთიკურად უნდა იყოს აკრძალული. ის სიყალბე, რაც თქვენ გააჟღერეთ. თუ მართლა გინდათ, რომ მიულოცოთ, ბატონო შალვა, ქართულ მედიას, მაშინ ის სრულიად არანორმალური და არაკონსტიტუციური, რომელიც მედიას დაუწესეთ პარლამენტის შენობაში თქვენ ერთპიროვნულად, დღეს მივულოცავდი, მას წავიღებდი უკან. ეს იქნებოდა რეალური მილოცვა. დანარჩენი ცარიელი სიტყვებია. თუ ზრუნავთ და გაწუხებთ ქართველი ჟურნალისტების ბედი, მაშინ ისიც უნდა გაწუხებდეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს მოკლული ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა, ის რომ მოკლული ჟურნალისტების სიაშია შეტანილი UNESCO-ს მიერ, ესაა ფაქტი, რომელსაც ვერ გააყალბებთ. ამ საქმის რეალურ გამოძიებას და ამ საკითხზე რეალურ საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებდი. თუ ამას არ აკეთებთ, დანარჩენი არის სიყალბე და ცარიელი სიტყვები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

მოკლედ: დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ ისევ გაიმართება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია. ამის…