მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებები თანამედროვე ფერმერებისთვის
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორად ზრდა-განვითარებას, საბოლოოდ კი, ჯანსაღი და უხვი მოსავლის მიღებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი მცენარეთა დაცვის საშუალებების ანუ პესტიციდების სწორად შერჩევა და გამოყენებაა. ეს ფერმერებისთვის არც თუ ისე მარტივი ამოცანაა — ის გულისხმობს, ერთი მხრივ, არჩევანის გაკეთებას ხარისხიან პრეპარატებზე და, მეორე მხრივ, მათ სწორ დოზირებას.
დღეს ბაზარზე პესტიციდების უდიდესი არჩევანია, მათ შორის, თანამედროვე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც წარმოების მაღალ სტანდარტებს ეფუძნება და ფერმერებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ნაყოფის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.
აგროსფეროსთან ერთად შევეცდებით ვრცლად განვიხილოთ, კონკრეტულად რა განაპირობებს მცენარეთა დაცვის საშუალებების ინოვაციურობას, როგორ უმარტივებს ასეთი პრეპარატები ფერმერებს საქმიანობას და რომელი პროდუქტები მიეკუთვნება მათ რიცხვს.
მაღალი ხარისხის დაცვა
ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც მცენარეთა დაცვის საშუალებების ინოვაციურობა განისაზღვრება, მისი დაცვის ხარისხია. მაღალი სტანდარტებით შექმნილი პროდუქცია გაცილებით უკეთ უმკლავდება სარეველებს, დაავადებებსა თუ მავნებლებს. ინოვაციური პრეპარატები გამოირჩევიან მაღალი პროფილაქტიკური თვისებებითა და ხანგრძლივი მოქმედების უნარითაც. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ მცენარეების რეზისტენტობას დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ.
ხარჯთეფექტურობა
ინოვაციური პესტიციდების მაღალი ხარისხის დაცვისა და ხანგრძლივი მოქმედების უნარის დამსახურებით, პრეპარატების დიდი დოზითა და ხშირად გამოყენება საჭირო აღარ არის. მეორე მხრივ, ისინი ამცირებენ ნაყოფის დაზიანებისა და დანაკარგის რისკებს. შესაბამისად, ფერმერი, არა მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებზე ზოგავს თანხებს, არამედ ზრდის მის ფინანსურ სარგებელს უხვი და ხარისხიანი მოსავლის ხარჯზე.
უსაფრთხო გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ინოვაციურობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, რამდენად ეფუძნება ის მდგრადი მეურნეობის პრინციპებს. ამგვარად, ინოვაციური პრეპარატები არ შეიცავენ ისეთ ქიმიკატებს, რომლებსაც ხანგრძლივი და ნეგატიური ეფექტი აქვთ გარემოზე.
კონკრეტული მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა
მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებები — ფუნგიციდები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები — შედგენილია იმგვარად, რომ გაანადგუროს კონკრეტული დაავადება, სარეველა, მიკროორგანიზმი თუ მავნებელი. ინოვაციურმა პრეპარატებმა უნდა აღმოფხვრან პრობლემა ისე, რომ არ დააზიანონ ნათესის, ნაყოფისა თუ ნიადაგის შემადგენლობა და არ დატვირთონ ისინი მავნე ქიმიკატებით.
მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების უმსხვილესი მწარმოებლები
მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების წამყვან მწარმოებლებს შორის, ჩვენ სამ მათგანს მიმოვიხილავთ. ესენია: Bayer, IQV და Agrostulln.
Bayer მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას კი ის 100 წელზე მეტია ქმნის. მისი საწარმოო ხაზი მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებების სრულ სპექტრს. აგრომეურნეობაში დიდი სანდოობით სარგებლობს, ასევე, ესპანური ბრენდი IQV. ის არის მსოფლიო ლიდერი მაღალხარისხიანი სპილენძის მარილებისა და მათი ნაერთების წარმოებაში. მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიით ქმნის გოგირდის შემცველ მცენარეთა დაცვის საშუალებებს Agrostulln-იც, რის გამოც მისი პრეპარატები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. გარდა იმისა, რომ Bayer-ის, IQV-ისა და Agrostulln-ის პროდუქცია მაღალი ხარისხითა და ეფექტიანობით გამოირჩევა, ისინი მკაცრად იცავენ მდგრადი აგრომეურნეობის პრინციპებს — მათი ამოსავალი წერტილი გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქტების შექმნა და მათი მუდმივი დახვეწაა.
Bayer-ის, IQV-ისა და Agrostulln-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აგროსფეროა, რომელიც თანამედროვე ფერმერებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფს. ის პარტნიორ ფერმერებს უწევს პროფესიულ კონსულტაციასაც, ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მათი გადაჭრისათვის საჭირო პროდუქციის შერჩევასა და მის სწორი დოზირებით გამოყენებაში. ეს კი თანამედროვე ფერმერებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ურთულესი ამოცანის შესრულებას — სწორად შეარჩიონ პესტიციდები, გამოიყენონ გონივრულად და აიღონ ხარისხიანი მოსავალი გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები