რას ამბობს სირცხვილია შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე
ამის შესახებ მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამიშვილი კიდევ სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- გუშინ, 20 მარტს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ Facebook გვერდზე დაწერა, რომ შალვა რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურებრივი გასაუბრების დროს შეავიწროვა.
- მოგვიანებით, მაკო ჯაბუას პოსტს გამოეხმაურა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანანო იაშვილიც. მან დაწერა, რომ წლების წინ რამიშვილისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
- შემდეგ კი გვანცა ბუდაღაშვილი ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თავად მისწერა და გასაუბრებაზე მივიდა.
სირცხვილია ამბობს, რომ კარგად ესმით, რამდენად რთულია საჯაროდ ამხილო მოძალადე, განსაკუთრებით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალზე ძალადობა ნორმალიზებულია, მსხვერპლის სტიგმატიზება და დადანაშაულება კი ფესვგადგმული.
- მოძრაობის თქმით, თათიას, მაკოს, გვანცასა და ანანოს სიმამაცეს კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის ის გარემოება, რომ მოძალადეს ზურგს ხელისუფლება უმაგრებს.
- "გვინდა გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო", — ნათქვამია განცხადებაში.
დეტალები: ამბობენ, რომ მოძალადის საჯარო მხილებით ეხმარებიან ყველა იმ ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, ამ წუთებშიც განიცდიდეს შევიწროებას და სხვადასხვა მიზეზის გამო, საჯაროდ ვერ საუბრობდეს.
- მათი თქმით, მოძალადის მხილება დაუსჯელობის ჯაჭვის გაწყვეტის წინაპირობაა.
- "მაღალი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავების მხრიდან ხშირია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომელთა გამოძიებისა და დასჯის დრო აუცილებლად დადგება", — წერს სირცხვილია.
- ამბობენ, რომ მზად არიან იდგნენ დაზარალებულის გვერდით, მოძალადეების წინააღმდეგ, მათ სამუშაო კაბინეტებთან, სასამართლო პროცესებზე, ტელეეთერებში და ნებისმიერ სხვა სივრცეში, სადაც ეს საჭირო იქნება.
სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
- კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
-
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
-
სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
-
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
-
იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
-
ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება ნათია მეზვრიშვილი: აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება
-
გადახედვასახალხო დამცველი: საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებ, ქორიძეზე და გახარიაზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ სახალხო დამცველი: საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებ, ქორიძეზე და გახარიაზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ
-
გადახედვაბულინგი, შეურაცხყოფები, მაგრამ ისინი ხალხის გვერდით დადგნენ — კალაძე შემსრულებლებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის ბულინგი, შეურაცხყოფები, მაგრამ ისინი ხალხის გვერდით დადგნენ — კალაძე შემსრულებლებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტია: შსს-ს მოვუწოდებთ ქორიძეზე თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: შსს-ს მოვუწოდებთ ქორიძეზე თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას
-
გადახედვაგიორგი გახარიას ბათუმში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს გიორგი გახარიას ბათუმში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს
-
-
გადახედვასაზოგადოების პროტესტის შემდეგ ეთერ თურაძეს აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერი დაეთმო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ეთერ თურაძეს აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერი დაეთმო
-
გადახედვააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვააშშ-მ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს აშშ-მ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
-
გადახედვააქციაზე დაკავებული, საბა სხვიტარიძე წამების ნაწილში დაზარალებულად ცნეს აქციაზე დაკავებული, საბა სხვიტარიძე წამების ნაწილში დაზარალებულად ცნეს
-
გადახედვაბელა ზაქაიძე: სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს ბელა ზაქაიძე: სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს
-
გადახედვამსახიობები საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ მსახიობები საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ
-
გადახედვაბათუმის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძესა და გიორგი კაკალაძეს 12 და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძესა და გიორგი კაკალაძეს 12 და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
-
გადახედვაესტონეთის საგარეო უწყება: ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს ესტონეთის საგარეო უწყება: ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს
-
გადახედვასაია: მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა საია: მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა
-
გადახედვარა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის? რა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის?
-
გადახედვა"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს" — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ყველა შემდეგი ახალი ამბავი ამ ფრაზით დაიწყო "სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს" — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ყველა შემდეგი ახალი ამბავი ამ ფრაზით დაიწყო
-
გადახედვამეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს მეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს
-
გადახედვარა უნდა ქნა, თუ პირადი კადრები გაგივრცელეს — პლატფორმა StopNCII.org რა უნდა ქნა, თუ პირადი კადრები გაგივრცელეს — პლატფორმა StopNCII.org
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება ქვიშის გაყინული დიუნები მარსზე ნახეთ: როგორ გამოიყურება ქვიშის გაყინული დიუნები მარსზე
-
გადახედვათავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს!
კომენტარები