25 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მონღოლეთს შეხვდება — ნახეთ ვიდეო საქართველოს ბანკისგან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ბათუმში მონღოლეთთან ამხანაგური მატჩით გახსნის. შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს პირველად ხვდება. მატჩი ერთგვარი მოთელვაა კიდევ უფრო დიდი საფეხბურთო ზეიმის წინ, რომელიც 28 მარტს შედგება. მარტის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ნორვეგიასთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები მონღოლეთთან თამაშის წინ სრული შემადგენლობით უკვე შეიკრიბა. საგულისხმოა, რომ მონღოლეთის ნაკრებმა 2022 წელს 5 შეხვედრა ჩაატარა და აქედან სამი ერთნაირი ანგარიშით — 0:1 წააგო ლაოსთან, პალესტინასთან და ფილიპინებთან. მონღოლებმა 0:0 ითამაშეს ბანგლადეშთან და 2022 წელს თავიანთი უკანასკნელი შეხვედრა 2:0 მოუგეს იემენს, ეს მატჩი ივნისში გაიმართა და ამის შემდეგ მონღოლეთის ნაკრებს არ უთამაშია. საქართველოს ბოლო მატჩი კი ნოემბერში მაროკოსთან ამხანაგური დაპირისპირება იყო, რომელიც 0:3 დავთმეთ. იქამდე ჩატარებული 8 მატჩიდან კი საქართველომ 6 თამაში მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო, რანგით ზედა ლიგაში, B დივიზიონში აინაცვლა და ერთ წლის შემდეგ პლეი ოფიც ელოდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ასევე შესაძლებელია.
ამჯერად კი, მონღოლეთთან თამაშის წინ ვილი სანიოლს რამდენიმე პოზიციაზე გადაწყვეტილება აქვს მისაღები. გარდა ამისა, შესაძლოა, რამდენიმე სათადარიგო გეგმაც დაიტესტოს. აღსანიშნავია, რომ ნაკრების განკარგულებაში ერთდროულად არიან ვარსკვლავები — ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგურია, მაყურებლის მხარდაჭერა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელების მხარდასაჭერად და ქომაგების კიდევ უფრო გასამხნევებლად საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ახალი ვიდეორგოლი მოამზადა.
საქართველოში დიდი ფეხბურთი ბრუნდება! უყურე ვიდეოს და უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები