"მოგზაური ბიბლიოთეკის" შემდეგი გაჩერება — დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
ახალი ჯადოსნური ამბის მოსაყოლად "მოგზაური ბიბლიოთეკა" ამჯერად ბათუმს ესტუმრა, სადაც №2 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა ევრო 2000-ში დათო გორგილაძისა და თათია ნადარეიშვილის საბავშვო წიგნის — ლუნა და ციცინათელების პლანეტა პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი გვიამბობს ოჯახზე, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას შვილებსა და საოჯახო საქმეებზე, შედეგად კი მათ ირგვლივ ჯადოსნური ამბები ხდება. ავტორთან შეხვედრასა და წიგნის პრეზენტაციას მოზარდები მამებთან ერთად ესწრებოდნენ.
დათო გორგილაძე, მწერალი, წიგნის ავტორი: "არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ბავშვებისთვის უნდა წერო ისევე, როგორც დიდებისთვის. ოღონდ უკეთესად". წერის პროცესში ეს გამონათქვამი მოსვენებას არ მაძლევდა. მეგონა, რომ რაღაცას ვაკლებდი ტექსტს, რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ბავშვი სხვანაირი მკითხველია — ზრდასრულებზე უკეთ ამჩნევს სიყალბეს და მეტად აფასებს გულწრფელობას. ამიტომაც ლუნას თავგადასავლის მოფიქრებისას ჩემი ბავშვობის ნამდვილი განცდები, შიშები და მათი დაძლევის შემდეგ განცდილი აღფრთოვანება გადმოვღვარე ტექსტში. ამან იმუშავა. ამბავი ძალიან უბრალოა. ისევე, როგორც სათქმელი, რომელიც არათუ არ იმალება, ტექსტის ზედაპირზევე დევს — თუკი ადამიანები ოჯახში ჰარმონიულ გარემოს შექმნიან, ერთმანეთზე იზრუნებენ, მოუფრთხილდებიან და ღიმილს მოჰგვრიან სახეზე, აუცილებლად დაჯილდოვდებიან.
ლიტერატურას, უფრო სწორად კი ლიტერატურულ პერსონაჟებს უყვართ მოგზაურობა. გზის გადება და ამ გზაზე გმირის იქით-აქეთ ტარება ამბის თხრობისას აუცილებელია. მახარებს, რომ თავად ეს წიგნიც მოგზაურობს. სასიამოვნო იყო ბათუმელ მკითხველთან, არაჩვეულებრივ მამა-შვილებთან ლუნაზე, მის ოჯახზე, მათ თავგადასავალსა და ციცინათელებზე საუბარი".
წიგნის პრეზენტაცია "მოგზაური ბიბლიოთეკის", თეგეტა ჰოლდინგისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც, განათლების გავრცელებასთან ერთად, შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის გაზრდასა და ადრეული ასაკიდან გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტასთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. "მოგზაური ბიბლიოთეკის" პროექტის მხარდაჭერით გვინდა, რაც შეიძლება მეტ მოზარდს მივაწვდინოთ ხმა და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მათი თვალსაწიერი. თეგეტას სახელით უკვე ასობით წიგნი გაიგზავნა მაღალმთიან სოფლებში. ვაგრძელებთ შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას მწერლებისა და ავტორების მონაწილეობით.
ბათუმში, მწერალ დათო გორგილაძესთან და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეგეტა ჰოლდინგი, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, აქტიურად მუშაობს გენდერულად თანასწორი გარემოს გაუმჯობესებაზე".
ლუნა და ციცინათელების პლანეტა გამოიცა კამპანიის კაცები ზრუნავენ ეგიდით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ეთუნა ნოღაიდელი, პროექტის ოფიცერი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი: "წარმოდგენები იმის შესახებ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს ქალსა და კაცს ოჯახში ან საზოგადოებაში, ადრეული ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რა არის გაიდეალებული საბავშვო ლიტერატურაში, რომელსაც მშობლები შვილებს უკითხავენ. ლუნა და ციცინათელების პლანეტა ის წიგნია, რომლის გაცნობისას ბავშვები და მათი მშობლები ერთად აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა და ყოველდღიური საოჯახო საქმიანობა ერთგვარ თავგადასავლადაც კი შეიძლება გადაიქცეს. აქ გადმოცემულია ჰარმონიის ისეთი მაგალითი, რომელიც მხოლოდ თანაბარი ჩართულობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა.
გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით აქამდეც უმუშავია. აშკარაა, რომ ახალ თაობასთან მუშაობა და მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების გაზიარება ურთიერთობების ახალ, თანასწორ იდეალებს ჩაუყრის საფუძველს".
განათლებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გზავნილის ლიტერატურის ენით გავრცელებას აჭარაში უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს "მოგზაური ბიბლიოთეკა". ის უკვე 29 სოფელში ჩავიდა და წიგნის გარშემო უამრავი მოზარდი გააერთიანა.
თამარ ნერგაძე, გამოცემა ბათუმელების რეპორტიორი, "მოგზაური ბიბლიოთეკის" წარმომადგენელი: "აჭარის მაღალმთიან სოფლებში და ზოგადად ყველგან, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვის პროცესი ადამიანის წარმოსახვის განმავითარებელი მთავარი საშუალებაა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ, რასაც კითხულობ, ის ამბები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი გარემომცველი რეალობა. თუკი ჩნდება მინიმალური სახალხო რესურსი, რითაც შესაძლებელია, ადამიანებს რაიმე გადასცე, ალბათ, წიგნი არის მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ მისცე ადამიანებს წარმოსახვის შესაძლებლობა და ფანტაზიის უნარი.
არსებობს წარმოდგენა, რომ მნიშვნელოვანია, როცა მშობლები უკითხავენ შვილებს წიგნებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია, როცა შვილები ხედავენ, როგორ კითხულობენ მშობლები თავად. თუ ბავშვები დაინახავენ, რომ მშობლები ამ პროცესისგან სიამოვნებას იღებენ, ისინიც აუცილებლად მიჰბაძავენ მათ".
"Bookmobile", იგივე "მოგზაური ბიბლიოთეკა", გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის პროექტია და საზოგადოებრივ მხარდაჭერასა და მონაწილეობაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ის დახმარებით პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"მოგზაური ბიბლიოთეკა" კი საინტერესო წიგნების, ავტორებისა და მკითხველის შეხვედრის ადგილებისკენ გზას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში 2023 წლის ბოლომდე, სულ, 65 სოფლისა და სკოლის ბიბლიოთეკის მომარაგებაა დაგეგმილი.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2 500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
კომენტარები