რატი ბრეგაძე

24 Mar. 2023, 00:23

ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] მკურნალობას არ ემორჩილება უკვე ოქტომბრის მერე და მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ, ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს, მათ შორის, ექსპერტიზასაც და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ. გასაგებია, რომ აქ ეხება საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და ერთი ხელის მოსმით მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც ეს ადამიანი და მისი გარემოცვა აწარმოებს, თამამად უნდა ითქვას, რომ არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, იმავდროულად, შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები. 

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა იმედთან ინტერვიუში. კლინიკა ვივამედში ამბობენ, რომ იმ მკურნალობას, რასაც ექსპრეზიდენტი იღებს, მას სხვა ნებისმიერი კლინიკა გაუწევს. კლინიკამ პენიტენციურ სამსახურს მიმართა და სააკაშვილის ვივამედში დაყოვნების მიზანშეწონილობაში გარკვევა სთხოვა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც

მოკლედ: რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი თბილისში დღესაც გრძელდება. დაგეგმილია გზის გადაკეტვა, საკანონმდებლო…