ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარ, 2023

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს — ქალბატონმა აქუბარდიამ სწორად აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. 

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, არ გვაქვს არავითარი უსაფრხოების გარანტიები და ქვეყნის 20% არის ოკუპირებული #1 ბირთვული ძალის მიერ.

ასევე მინდა, შეგახსენოთ სხვა ფაქტები ძვირფასო დეპუტატებო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მიზნებთან, ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ შემახსენა და მომიწოდა, რომ არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მეამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას. პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ხალხს მაქსიმალური ინფორმცაია მივაწოდო. 

ტრადიციული ნარატივები პრემიერმინისტრმა ამჯერად პარლამენტის ტრიბუნიდან გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასე არ მოქცეულა. პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის. უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ4246 ნახვა
  2. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3266 ნახვა
  3. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2273 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2151 ნახვა
  5. როგორი ამინდი იქნება 7 აპრილის ჩათვლით?1696 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკი HORECA სექტორის განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~