ილია დარჩიაშვილი

24 Mar. 2023, 12:25

ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა ბუნებრივია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც იყო. კოლეგას გავაცანი ის ინტენსიური სამუშაო, რაც გავწიეთ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებისას, მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომელზეც გრძელდება აქტიური მუშაობა პარლამენტში. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიზეიმებთ ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა ამერიკის…