როგორ გამოიყურებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები სკოლის პერიოდში
სანამ ფოტოების დაათვალიერებას დაიწყებთ, გადაშალეთ თქვენი სკოლის ალბომი და კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ პირველი რასაც გაიფიქრებთ ის არის, რომ ძალიან შეიცვალეთ.
გაგიკვირდებათ და სკოლაში ის ადამიანებიც დადიოდნენ, ვინც დღეს საკუთარი სტატუსით ვარსკვლავებს ეთამაშებიან. თუმცა იყო დრო როდესაც ისინიც, ისევე, როგორც ჩვენ ყველა, ასრულებდნენ საშინაო დავალებას, მიიჩქაროდნენ გაკვეთილებზე და შატალოზეც კი იპარებოდნენ. სხვა ყველაფერთან ერთად კი დამატებითი პლუსი, რაც მათ სკოლის დამთავრებამ მოუტანა, გარეგნობაა. მახინჯი იხვის ჭუკები ლამაზ გოგო-ბიჭებად გაიზარდნენ.
ტომ კრუზი
კბილების გასწორებამ კრუზი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად აქცია.
ნიკოლ კიდმანი
კიდმანის კარიერა 1983 წელს დაიწყო, თუმცა ვარსკვლავის სტატუსი მხოლოდ 2001 წელს აირტყა, როდესაც მთავარი როლი ბაზ ლურმანის მიუზიკლში მულენ რუჟი შეასრულა.
2016 წლის მონაცემებით ნიკოლ კიდმანის ფილმებიდან შემოსულმა თანხამ საერთო ჯამში 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხშირად ამბობენ, რომ კიდმანის ვარსკვლავი სულს ღაფავს, ამის მიზეზად კი პლასტიკური ოპერაციებისადმი მის გადამეტებულ სიყვარულს უკავშირებენ, რომელმაც მსახიობის სახე უემოციო მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მსახიობია ჰოლივუდში.
ჯენიფერ ანისტონი
ჯენიფერ ანისტონი გასულ წელს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს და უკვე მესმის თქვენი რეაქცია ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ. რას ვიზამთ, ყველას ერთნაირი გემოვნება არ აქვს. ყველაზე პოპულარული სიტკომის მეგობრების ვარსკვლავი, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად ითვლება ამერიკულ კინოსა და ტელევიზიაში.
თავის დროზე მისი ჰონორარი, მეგობრების ერთ ეპიზოდში, $1 250 000 იყო. ენისტონი მეგობრების გადასაღებ მოედანზე ბრედ პიტს შეხვდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს კიდეც. თუმცა, ეს იქამდე გაგრძელდა, ვიდრე მათ ცხოვრებაში ანჯელინა ჯოლი არ გამოჩნდა. ალბათ ამ სახელის და გვარის ხსენებაზე ჯენიფერს ახლაც ტანზე აყრის, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გაუძლოს.
ანჯელინა ჯოლი
"mirror mirror on the wall who's the fairest of them all" - ეს არის ფრაზა, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური მსახიობი ანჯელინა ჯოლი სარკეში ჩახედვის დროს იმეორებს.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ჭორები ანჯელინას ავადმყოფობის, მისი გარდაცვალების, ბრედ პიტთან დაშორების და ა.შ. შესახებ, შეგვიძლია თავები დავიმშვიდოთ და ვთქვათ, რომ ამჯერად ანჯელინას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ყველა ის დაბრკოლება, რაც მის ცხოვრებაში იყო ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა.
ანჯელინა აქტიურია სამსახიობო კარიერაშიც, ფეხს იკიდებს როგორც რეჟისორიც და ყველაზე წარმატებული ნაბიჯები მაინც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქვს. გაეროს კეთილი ნების ელჩი აქტიურად იბრძვის სექსიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ. პაციფისტი ქალბატონი თითქმის ყოველთვე დადის იმ ადგილებში სადაც მოსახლეობა შიმშილით იტანჯება და ეხმარება კიდევაც. ვინ იცის, იქნებ წლების შემდეგ ანჯელინა ჯოლი ამერიკის პრეზიდენტადაც კი მოგვევლინოს.
სანდრა ბულოკი
მის კონგენიალურობამ ძალიან მარტივად დაუმტკიცა სამყაროს, რომ ის მხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობი არ არის და დრამაშიც შესანიშნავად შეუძლია ითამაშოს. 2015 წელს სანდრა People-ს გამოკითხვებში მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორის მოხვდა, ხოლო მისი ფილმებიდან შემოსულმა თანხამ საერთო ჯამში 5 მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა. სანდრა ბულოკი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინოვარსკვლავად ითვლება შოუ-ბიზნესში.
ჯორჯ კლუნი
პირველი, რაც ჯორჯ კლუნის სახელზე გვახსენდება სერიალი სასწრაფოა, რომელმაც მსახიობს ტელევიზიიდან დიდ კინომდე წითელი ხალიჩა დაუგო. 80-90-იანი წლების სექს სიმბოლო, დღესაც აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიაში და მსახიობის ამპლუის გარდა იდეალურად ირგებს პროდიუსერის როლსაც. აქტიურია პოლიტიკაშიც და, როგორც ამბობს, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს.
2014 წელს ჯორჯი ბრიტანელ-ალბანელ აქტივისტსა და იურისტზე ამალ ალამუდინზე დაქორწინდა. 55 წლის მსახიობის ჯერჯერობით ბოლო ფილმი ჯოდი ფოსტერის ფინანსური მონსტრია, სადაც პარტნიორობას ყველაზე ახლო მეგობარი ჯულია რობერტსი უწევს.
ჯულია რობერტსი
ჯულია ხშირად იხსენებს, რომ სკოლაში მახინჯ იხვის ჭუკს ეძახდნენ, რაც ძალიან სწყინდა. არც გვიკვირს, ყველას გვეწყინება, ვინმე ასე თუ მოგვმართავს. თუმცა მოგვიანებით, ეს "მახინჯი იხვი" კინოინდუსტრიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და კაშკაშა ვარსკვლავი გახდა, რომელსაც უკვე 25 წელზე მეტია ლამაზმანს და "ამერიკის ყველაზე საყვარელ მსახიობს" უწოდებენ.
ჯულიამ მოახერხა ისიც, რომ რეკორდსმენი გამხდარიყო და სხვადასხვა გამოკითხვებში ყველაზე ხშირად დაესახელებინათ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად. ის აქტიურად არის ჩართული ბუნების დაცვის აქციებში, აქვს საკუთარი ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მუშაობს და არის გაეროს კეთილი ნების ელჩი. 2015 წელს რობერტსი გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელეს ოპრა უინფრისთან, მერილ სტრიპთან და ელენ დეჯენერისთან ერთად.
ხომ ხედავთ, "მახინჯი იხვის ჭუკები" დროთა განმავლობაში ვარსკვლავებად იქცნენ. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სკოლის ალბომს, იპოვეთ თქვენი თავი, შემდეგ სარკეში ჩაიხედეთ და დააკვირდით თქვენც გახდით ვარსკვლავი, თუ ისევ ჭუკად დარჩით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები