ჰეილი ბიბერი სელენა გომესს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერზე, უფრო კონკრეტულად კი, მათ ურთიერთობაზე ჯასტინ ბიბერთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საუბარი არ შეწყვეტილა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ვარსკვლავების ფანებს შორის გაჩაღებული ომი კიდევ უფრო გამწვავდა ინტერნეტში. საზოგადოების დიდი ნაწილი ჰეილისადმი უარყოფითად განეწყო, რადგან უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ მოდელი ცნობილ მეგობრებთან ერთად სელენას გარეგნობასა და წონას დასცინოდა. შედეგად ჰეილი ნეგატიური კომენტარების სამიზნედ თავად იქცა და, როგორც აღმოჩნდა, სასიკვდილო მუქარის შემცველი შეტყობინებებიც კი მიიღო. საბოლოოდ, მოდელმა დახმარება ისევ სელენა გომესს სთხოვა, რომელმაც 400 მილიონზე მეტ გამომწერს ინსტაგრამ სთორის საშუალებით მოუწოდა, რომ სიძულვილსა და ბულინგს არავინ იმსახურებს.
"მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სიკეთეს და მართლა მსურს, ეს ყველაფერი შეწყდეს," — სთხოვა ფანებს სელენამ.
ამის საპასუხოდ, ჰეილიმაც გააზიარა ინსტაგრამზე სთორი, რომელშიც მომღერალს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოდელმა იმაზეც ისაუბრა, რა რთული იყო ბოლო რამდენიმე კვირა ინტერნეტ ომში გახვეული მთავარი სუბიექტებისთვის.
"ბოლო რამდენიმე კვირა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ამბავს უკავშირდება, ძალიან რთული იყო, მილიონობით ადამიანი ინტერნეტში ძალიან დიდი დოზით სიძულვილს ხედავს, რაც ძალიან საზიანოა. სოციალური მედია მშვენიერი საშუალებაა ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუმცა მსგავს მომენტებს მხოლოდ განხეთქილება მოაქვს ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების ნაცვლად."
"საბოლოოდ, მჯერა, რომ სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს სიძულვილზე და ყოველთვის შეგვიძლია, ერთმანეთს მეტი ემპათიითა და თანაგრძნობით მოვეკიდოთ."
ამის შემდეგ სელენამ და ჰეილიმ ინსტაგრამზე ერთმანეთიც გამოიწერეს და ფანებს კიდევ ერთხელ უჩვენეს, რომ ერთმანეთს არ ემტერებიან და ინტერნეტში გაჩაღებული ომიც დროა, დასრულდეს.
ამავე თემაზე:
"სიძულვილი და ბულინგი არავინ უნდა გამოცადოს" — სელენა გომესი ჰეილი ბიბერზე
დრამა არ სრულდება — რა ხდება სელენა გომესს, კაილი ჯენერსა და ჰეილი ბიბერს შორის
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები