GDI გმობს რამიშვილის მიერ შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- მანამდე თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
- ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი — ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- POSTV-მ კი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
- პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
- 24 მარტს ტელეკომპანია POSTV-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს შესაძლოა, გატაცებული ჰყავდა თათია სამხარაძე.
- POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია შეატყობინა პოლიციას, რასაც საგამოძიებო მოქმედებები მოჰყვა, გატაცების შესახებ ინფორმაცია უარყვეს ჩიქოვანმაც და სამხარაძემაც.
დეტალები: GDI ეხმიანება თათია სამხარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, გმობს შალვა რამიშვილის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო, არაადეკვატურ რეაგირებას.
- GDI ამბობს, რომ თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაციის გამოგონება და გავრცელება წარმოადგენს რამიშვილის ქმედებების გადაფარვის, სამხარაძისა და სხვა შესაძლო მსხვერპლთა დისკრედიტაციის მცდელობას.
- ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის პოლიციისთვის შეტყობინება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის, კერძოდ, ცრუ დასმენის ნიშნებს.
- მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას წარმოადგენს და ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება.
- მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო, რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული.
DGI ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას.
- "გარდა ამისა, POSTV-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს POSTV-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე", — ნათქვამია განცხადებაში.
- ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე.
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
კომენტარები