რას წერს Amnesty International საქართველოზე ახალ ანგარიშში

ფოტო: AFP
საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 156 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა შეფასებული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისია, რის ფონზეც ევროკომისიამ ივლისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადადო.
- Amenesty Internationl ამბობს, რომ მზარდმა ფულადი გზავნილებმა რუსეთიდან და 100 000-ზე მეტი ადამიანის შემოდინებამ ხელი შეუწყო საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ასევე გამოიწვია ცხოვრების ხარჯების ზრდა და ეკონომიკური უთანასწორობა, რასაც მოჰყვა ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი დონე.
დეტალები: ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მეტად იყო შეზღუდული, ფიქსირდებოდა შერჩევითი სამართალი და ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი კანონებით მთავრობამ სათვალთვალო უფლებამოსილებები გაიზარდა.
- ქალები და გოგონები კვლავ არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი და მომატებულია ძალადობის შემთხვევები.
- ხოლო ხელისუფლება ეფექტურად არ იძიებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
ანგარიშში საუბარია ნიკა გვარამიას პროცესზე, რომელიც უსამართლო სასამართლო პროცესების კონტექსტშია მოხსენიებული.
- ხოლო ექსპრეზიდენტის შესახებ სასამართლო პროცესზე ნათქვამია, რომ მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა, რომლებიც მიუთითებდნენ სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკზე თბილისის სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები