ვოლტის სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
კურიერების პროტესტთან დაკავშირებით ვოლტის სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.
გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა ვოლტ საქართველოს მენეჯმენტის მიმართ. ეს გუნდი ვოლტთან ერთად 2018 წლიდან მუშაობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ვოლტ საქართველო ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენლობაა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კომპანია გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა. პარტნიორი კურიერების ნაწილი მართავს საპროტესტო აქციებს. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს უსამართლოდ მოექცნენ - მიაყენეს შეურაცხყოფა, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ სხვა პარტნიორ კურიერებს. ეს ნამდვილად არ არის პროტესტის მისაღები ფორმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორმა კურიერებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
ვოლტ საქართველოს გუნდმა არაერთხელ შესთავაზა პარტნიორ კურიერებს, გადასულიყვნენ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე და დასწრებოდნენ შეხვედრებს. შეთავაზება კვლავ ძალაშია. დიალოგის გარეშე პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ აქციის მონაწილეებიც გადმოვლენ დიალოგის რეჟიმზე. ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ, ყოველკვირეულ შეხვედრებს ჩვენს პარტნიორ კურიერებთან ყოველ ოთხშაბათს.
გაჟღერებული ბრალდებებისა და მოთხოვნების საპასუხოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ Partner App-ის განახლება არის გლობალური პროცესი, რომელიც ხორციელდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვოლტი ოპერირებს. ჩვენ არ ვგეგმავთ ძველ ვერსიაზე დაბრუნებას. ასევე, არ იგეგმება საკადრო ცვლილებების განხორციელება ადგილობრივ გუნდსა და მენეჯმენტში.
ვოლტი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის მაისში შემოვიდა. ეს იყო მეათე ქვეყანა, რომელშიც ვოლტმა წარმომადგენლობა გახსნა. თითქმის 5 წლის განმავლობაში, ჩამოვაყალიბეთ წარმატებული საქმიანი ურთიერთობა სავაჭრო ობიექტებსა და პარტნიორ კურიერებთან და გვყავს ასობით ათასი ერთგული მომხმარებელი. ამ პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვოლტ საქართველოს კურიერებისათვის ანაზღაურების ტარიფი შეემცირებინოს. გასულ წელს, პარტნიორი კურიერებისათვის ვოლტ საქართველოსგან ანაზღაურების სახით გაცემული თანხა 32 მილიონ ლარს შეადგენდა.
პარტნიორი კურიერების საშუალო გამომუშავება ონლაინ საათის განმავლობაში წლების მიხედვით ასეთია:
2020 — 6.61 ლარი
2021 —7,49 ლარი
2022 — 9,77 ლარი
2023 -—11,1 ლარი (პერიოდი 01.01.2023-03.03.2023)
ვიმედოვნებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დათანხმდებიან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადასვლას და მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს ვოლტ საქართველოს მენეჯმენტთან ერთად, შემოთავაზებულ ფორმატში განიხილავენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები