რატომ უნდა დაგეგმო გაზაფხულის დასვენება ახლა?
თუ თქვენც ჩვენსავით გიხარიათ, რომ დღე გახანგრძლივდა, გვიან ღამდება, ყველაფერი ყვავის და, როგორც იტყვიან, გაზაფხულის სურნელი ჰაერშივე იგრძნობა, გილოცავთ, ზამთარი გადალახულია! ეს შესანიშნავი დრო სიახლეებთან და ცხოვრების საინტერესო გამოწვევების დასაწყისთან ასოცირდება, თუმცა მონაცრისფრო, უმზეო დღეების უკან დასატოვებლად მენტალური მზაობაც აუცილებელია, რაც დასავლეთში ე.წ SPRING BREAK-ებით რეგულირდება.
მარტის თვეში ამერიკაში საგაზაფხულო არდადეგები იწყება, რა დროსაც სასკოლო თუ აკადემიური სივრცეების კარი დროებით იხურება, ოჯახის უფროსი წევრები კუთვნილ შვებულებას იღებენ და მოკლე, თუმცა მნიშვნელოვანი ოჯახური დასვენება იგეგმება. დაგვეთანხმებით, რომ ანალოგიური კულტურის დანერგვა ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებელია, რადგან თუნდაც რამდენიმედღიან განტვირთვას, გონების "გადატვირთვა" მოჰყვება და მეტად პროდუქტიულები ვუბრუნდებით სამუშაო თუ სასწავლო სივრცეს.
"Restart to start"
რა გვჭირდება იმისთვის, რომ მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამდენიმე დღიანი დასვენება მოვიწყოთ? პირველ რიგში, სწორი ლოკაციის შერჩევა. თუ 4 ან 5-დღიან შვებულებას ვგეგმავთ, ლოგიკურია, რომ ტოპ-არჩევანი საცხოვრებელი ქალაქი ან მისი შემოგარენი უნდა იყოს. თავის მხრივ, ზედმეტი საზრუნავისგან სრულად გასათავისუფლებლად არჩევანი კეთილმოწყობილ სასტუმროზე უნდა შევაჩეროთ, მაგრამ აქ ამოცანა რთულდება. თბილისში საკურორტო გამოცდილების შექმნით ბევრ ადგილს ვერ დაგისახელებთ. ტურისტულად აქტიურ ტერიტორიებზე ყოველდღიურობიდან სრული გათიშვა არ გამოდის, ამიტომ ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთიანი მგზავრობა მოგვიწევს. მეორე მხრივ, აუცილებელია სპეციალური შეთავაზებები, რომელიც ბიუჯეტთან მეგობრულ ფასად მოგვცემს დასვენების საშუალებას.
მოკლედ, თქვენი დილემის გამარტივებაზე ვიზრუნეთ და აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით განტვირთვის ლოკაციები შეგირჩიეთ.
Gino Wellness Mtskheta
თბილისიდან 15 კილომეტრში, საქართველოს ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთა მდებარეობს, რომელიც პანორამული ხედებით გადაჰყურებს ზედაზნის მთას, სვეტიცხოველს და ჯვრის მონასტერს.
ეს იდეალური ადგილია რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორაციული და გასართობი ღონისძიებებისთვის.
სასტუმროს აქვს ველნეს და სპა ცენტრი, სადაც არის ორი სახეობის საუნა, ჯაკუზი და ღია აუზი. ველნეს მომსახურება შედის ნომრის ღირებულებაში. სტანდარტულად ნომრის ღირებულება 200-დან 400 ლარამდე შუალედში მერყეობს, თუმცა ვიზიტამდე აქტიური შეთავაზებების გადახედვას გირჩევთ.
Gulf Aquamarine Hotel, Tbilisi
თუ დედაქალაქის დატოვების იდეა არ გხიბლავთ, ქალაქის გულიდან 15 წუთის დაშორებით, თბილისის ზღვის საკურორტო ზონას შეგიძლიათ მიაშუროთ, სადაც რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო Gulf Aquamarine Hotel გაიხსნა. გარდა არაჩვეულებრივი რეკრეაციული ზონისა, რომელიც სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის იდეალურ გარემოს ქმნის, 6 კატეგორიის, აპარტამენტის ტიპის ნომრები განსაკუთრებით კომფორტული დასვენების გარანტიაა. სასტუმროში ფუნქციონირებს All day dining — სარესტორნე სივრცე, რომელიც ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ. ამავდროულად, დასვენების პერიოდში შეგიძლიათ ჯინო ფრედაისის ველნეს და აკვაპარკის სივრცეების სერვისები განსაკუთრებულ ფასად მიიღოთ.
Gino Paradise
და რადგან სიტყვა ჯინოს გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებზე ჩამოვარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აკვაპარკით, სპა და ექსელენს სივრცეებით სარგებლობა არა ნაკლებ სასიამოვნო შეიძლება იყოს.ჯინო ფერედაისი აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკია. დასასვენებელი კომპლექსი უფროსებს და ბავშვებს წელიწადის ყველა დროს მზიან, საზაფხულო განწყობას ჰპირდება. სასტუმროში ვიზიტის და შედარებით ხანგრძლივი დასვენებისგან განსხვავებით, ჯინოში სტუმრობა მცირე ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს საჭიროებს.
ჩვენს ქვეყანაში დასვენება ხშირად ფუფუნებასთან ასოცირდება. თითქოს გვიჭირს, ვიგრძნოთ პაუზის დრო და მოვწყდეთ იმ ყოველდღიურ რუტინას, რომელშიც მთელი ენთუზიაზმით ვართ ჩართული. რეალობა კი სხვაგვარია, დასვენება მეტად პროდუქტიული სამუშაოსა თუ სწავლის დასაწყისია და თუ გაზაფხულზე ამ სიამოვნებას ვაჩუქებთ საკუთარ თავს, გაცილებით გონივრულად დავხარჯავთ დროსა და ენერგიას.
-
გადახედვაკახა მელიქიძე: [ნაკრების თამაშზე] დამავალეს, რაც შეიძლება მეტად უნდა ვანახოთ ეთერში პრემიერმინისტრიო კახა მელიქიძე: [ნაკრების თამაშზე] დამავალეს, რაც შეიძლება მეტად უნდა ვანახოთ ეთერში პრემიერმინისტრიო
-
გადახედვააშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს აშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს
-
გადახედვაკვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს კვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს
-
გადახედვაშესაძლოა, გამყინვარების ეპოქის ევროპელებს პირსინგები ჰკეთებოდათ შესაძლოა, გამყინვარების ეპოქის ევროპელებს პირსინგები ჰკეთებოდათ
-
გადახედვა4 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება 4 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება
-
გადახედვასომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს ნონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს
-
გადახედვა"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს
-
გადახედვაDRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს DRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს
-
გადახედვამამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს მამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს
-
გადახედვაჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს ჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს
-
გადახედვასსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო სსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაგიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება
-
გადახედვა"ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია "ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია
-
გადახედვანიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში ნიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში
-
-
გადახედვამსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა მსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა
-
გადახედვაSJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან SJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს შსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა
კომენტარები