Wolt-ის კურიერების ნაწილი აპლიკაციას თიშავს და უწყვეტ პროტესტს აგრძელებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: Wolt-ის კურიერები უკვე ორ თვეზე მეტია ანაზღაურების ზრდასა და ღირსეული სამუშაო პირობებს ითხოვენ.
- გარდა ამისა, კურიერები უარს აცხადებენ კომპანიასთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე და ხელმძღვანელობასთან კოლექტიური შეხვედრის გამართვა სურთ.
- "სამარცხვინოა, რომ ევროკავშირში რეგისტრირებული ფინური კომპანიის დაქირავებული დირექტორები საქართველოში მოქმედებენ საბჭოთა კაგებეს მეთოდებით და ცდილობენ ადამიანის დაშინებას", — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
- მისივე თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება და ესენია — "ღირსეული ანაზღაურება, კოლექტიური შეხვედრა, ხელმძღანელობის ცვლილება და ანტიკონსტიტუციური დევნის შეწყვეტა".
Wolt-მა გუშინ, 29 მარტს გაავრცელა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პატივს სცემენ ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა გააკრიტიკეს პროტესტის ფორმა.
- "იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს უსამართლოდ მოექცნენ — მიაყენეს შეურაცხყოფა, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ სხვა პარტნიორ კურიერებს".
- "ეს ნამდვილად არ არის პროტესტის მისაღები ფორმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორმა კურიერებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ", — განაცხადეს კომპანიაში.
- მათივე თქმით, არაერთხელ შესთავაზეს კურიერებს, გადასულიყვნენ დასწრებოდნენ შეხვედრებს, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ ისინი კონსტრუქციულ დიალოგს დასთანხმებიან.
გარდა ამისა, კომპანიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კურიერებისთვის ანაზღაურების ტარიფი შეემცირებინოთ.
- როგორც ისინი ამბობენ, კურიერებისთვის ვოლტ საქართველოსგან ანაზღაურების სახით გაცემული თანხა 32 მილიონი ლარი იყო.
- "ვიმედოვნებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დათანხმდებიან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადასვლას და მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს ვოლტ საქართველოს მენეჯმენტთან ერთად, შემოთავაზებულ ფორმატში განიხილავენ", — ნათქვამი იყო გუშინდელ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მხარი დაუჭირა პროტესტის მონაწილეებს.
- გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კურიერების უმძიმესი შრომა სათანადოდ არ კომპენსირდება.
- "მათ რუტინულად უწევთ აუნაზღაურებელი დავალებების შესრულება — მაგალითად, ლოდინის დრო, შეკვეთის გაუქმებისას გაწეული სამუშაო. ეს ამ სექტორში ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა", — ამბობენ ორგანიზაციაში.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები