ალეკო ელისაშვილი

31 Mar. 2023, 13:48

მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მე თქვენ ძალიან მწვავედ გაკრიტიკებდით, ძალიან მძიმედ. რატომ? პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართველ ემიგრაციას წარმოადგენთ... მაშინ რისი მეშინოდა? რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა? იმიტომ, რომ მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. იმიტომ, რომ ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ცივილიზაციური არჩევანი და მე მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა, ეს სიტყვები უკან მიმაქვს. პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც გითხარით, სწორედ იმ სიტყვებისთვის. ახლაც ღიადაც ვიტყვი ბოდიშს, მე არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როცა მაქვს ბოდიში მოსახდელი. ბოდიშს გიხდით იმის გამო და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში ნათქვამს თუ უცხოეთში ნათქვამს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…