მიუხედავად ცრემლსადენი გაზის მასიური გამოყენებისა, დილით ადრე მომიტინგეები აქციაზე დაბრუნდნენ.

სირცხვილია

31 Mar. 2023, 14:26

შსს-ს მიერ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება და მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ ის განზრახ აირჩია პოლიტიკური მართლმსაჯულების პირველ სამიზნედ. აშკარაა, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდული იმიჯის გამო ლაზარე დისკრედიტაციის ხელსაყრელი სამიზნე იქნებოდა, საზოგადოებას კი მის ბრალეულობაში ადვილად დაარწმუნებდნენ.

მარტის აქციების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად ქმნიდნენ რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდების კრებით სახეს სიტყვებით: "სატანისტები", "ანარქისტები", "ექსტრემისტები". როგორც ჩანს, 3 კვირიანი მუშაობის შედეგად, სისტემამ განტევების ვაცი იპოვა. სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა უკვე გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია:

  • თითქოს, ლაზარე პოლიტიკური პარტიის წევრია, რაც სიცრუეა და ეს ოფიციალურად დასტურდება.
  • თითქოს მან მამაზე იძალადა, რაც ასევე სიცრუეა და ეს ლაზარეს მამამ თავადვე საჯაროდ უარყო. ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლების იმიჯის შელახვა კარგად ნაცნობი პრაქტიკაა: 
  • კარტოგრაფების საქმე, როცა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთან დაკავშირებით ხელისუფლება იტყუებოდა, რომ მეცნიერები ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ და რუსეთთან თანამშრომლობდნენ;
  • ლუკა სირაძე — პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანილი არასრულწლოვანი და ხელისუფლების პროპაგანდა, რომ მას მენტალური პრობლემები ჰქონდა;
  • ლექსო ლაშქარავა — პრორუსი მოძალადეების მიერ მოკლული ოპერატორი და შსს-ს ტყუილი, თითქოს ის ზედოზირებას ემსხვერპლა.

ხელისუფლების მიზანია საზოგადოების დაყოფა და იმ აქტიური მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც კონსტიტუციის მიღმა გასული ხელისუფლების შესაჩერებლად და ევროპული არჩევანის დასაცავად ჯერ არნახული, სამართლიანი ბრაზი გამოხატეს. 7, 8 და 9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა. აქტივისტი აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომლის ჩაგდებაც მმართველ გუნდსა და პრორუსულ "ხალხის ძალას" მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მოუწია. მმართველი გუნდის თავმჯდომარემ 21 წლის აქტივისტს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…