თათია სამხარაძე

31 მარ, 2023

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რომელიც დღეს დილას პარლამენტში გამოდიოდა თავისი სიტყვით და როგორც ჩვენ დავინახეთ, ქალი პრეზიდენტიც იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის, იმ გამოსარჩლების გამო, რომელიც მან გააკეთა თავისი ბრიფინგის სახით, როდესაც მე მას ვთხოვე დახმარება. უღრმესი მადლობა, იქიდან გამომდინარე, რომ სანამ პრეზიდენტმა რეაგირება არ მოახდინა მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან, მანამდე, ფაქტობრივად, ვიყავი ტყვე ჩემს საკუთარ სახლში. ჩემზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ტერორი. ეს არ არის ჟურნალისტიკა, რასაც კონკრეტული ჟურნალისტი აკეთებდა, ჩემი აზრით, ეს არის ადამიანზე ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი POSTV-სთან არანაირ ურთიერთბას და არ ვაპირებდი მისთვის კომენტარის მიცემას, მან ღამის 12 საათზე მაინც, ჩემთვის გაურკვეველი წყაროებიდან გაიგო ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და ცდილობდა, ფაქტობრივად, ტყუილით და მუქარით კერძო საკუთრებაში შემოვარდნას. ეს სცდება ყველანაირი ეთიკის და ჟურნალისტიკის ფარგლებს და უკვე გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლის შესახებაც ჩვენ შევიტანეთ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს საქმეს ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე და საქმე იქნება გამოძიებული სამართლიანად და არ იქნება ტენდენციური. არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან გამოძიების პროცესს. 

მინდა, ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩებს, იქნებ, ისინიც დაინტერესდნენ ამ საქმის მსვლელობით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, ეს არ არის კონკრეტული ინდივიდის ბრძოლა, რომელიც თათია სამხარაძეა. ეს არის ყველა იმ ქალის ბრძოლა, რომელიც გადაწყვეტს, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების აღსადგენად და 7 წლის თავზე შეიძლება მისი დევნა, შურისძიების მიზნით გაგრძელდეს. მინდა, ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და ელჩებს, რომ საკუთარი პირადი ინტერესის და კონტროლის ქვეშ აიყვანოს ეს საქმე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეღირება ლარი 22 აპრილამდე2953 ნახვა
  2. რატომ ვერ გახდება ჩინეთი დასავლეთის ალტერნატივა — ინტერვიუ სინოლოგ შალვა ჩიხლაძესთან1847 ნახვა
  3. რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან1680 ნახვა
  4. ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს1068 ნახვა
  5. "ფორმულა" ნიკა მელიას დაკავების შესახებ "ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩატიდან "სქრინებს" აქვეყნებს863 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ქართველი პოლიტიკოსების Starter Pack – როგორ ხედავს პოლიტიკურ ფიგურებს ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნურმა ინტელექტმა, მათ შორის ყველაზე პოპულარულმა, ChatGPT-მ, ხატვა უკვე ძალიან კარგად ისწავლა, რასაც ინტერნეტის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~