რას მოიაზრებს რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია

ფოტო: EPA-EFE
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, TACC-ის ინფორმაციით პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციას ხელი დღეს მოაწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დოქტრინაში მიმოხილულია რუსეთის მსოფლიო როლი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ხოლო დიდი ნაწილი ეთმობა ევროპასთან ურთიერთობებს.
- დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი საერთაშორისო რისკების მთავარ წყაროდ ვაშინგტონის კურსს მიიჩნევს.
- ამასთანავე, თავს არ მიიჩნევს დასავლეთის მტრად და მისგან არ იზოლირდება.
- რუსეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩინეთთან და ინდოეთთან მეგობრობას მიიჩნევს, ამასთანავე, გეგმავს ირანთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან, ეგვიპტესთან და სირიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.
დეტალები: კონცეფცია უშიშროების საბჭოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წარადგინა.
- კონცეფციის თანახმად, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობითაა დაინტერესებული და გადაწყვეტილი აქვს არსებობის უფლება ყველა გზით შეინარჩუნოს.
- მათ შორის, რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების უფლებებისა და თავისუფლების ეფექტურ დაცვას.
- რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს, როგორც "მშვიდობისმოყვარეს, ღიას, პროგნოზირებადს და სამართლის ნორმებზე დაფუძნებულს".
- ასევე, მოსკოვი "მხარს უჭერს" საერთაშორისო ძალისხმევას უნივერსალური და ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების დასაცავად.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები