სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თათია სამხარაძის სახელით შსს-ს მიმართა
სოციალური სამართლიამობის ცენტრი მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საქმეზე ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედებები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც პოსტივის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, POSTV-მ თათია სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
- პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან მივიდა და ამბობდნენ, რომ მას სამხარაძე გატაცებული ჰყავდა, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.
- ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
- პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
- ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
დეტალები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამხარაძის მიმართ POSTV-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მიერ სავარაუდო ადევნებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
- ცენტრი მიიჩნევს, რომ შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ქმედებების ერთადერთი მიზანი სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება იყო, შეეწყვიტა მას რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი.
- "მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას".
- "ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის".
ცენტრი ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუტებმა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტები უნდა დაიცვან.
- "ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა შევიწროებისა და ადევნების შესაძლო შემთხვევები მაღალი პოლიტიკური გავლენების მქონე ფიგურებს უკავშირდება".
- "იმ ფონზე, როდესაც საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სულისკვეთებისგან და პატივისცემისგან სრულად დაცვლილი იყო, არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა სისტემამ შეძლოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების განუხრელი დაცვა".
- დასასრულს ამბობენ, რომ ამ კონტექსტში, სამართალდამცავი ინსტიტუტების ჯეროვანი მუშაობა გენდერული პოლიტიკის მიმართულებით გატარებული რეფორმების დაცვის ერთგვარი ტესტიცაა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები