არჩილ თალაკვაძე

3 აპრ, 2023

ქალბატონი ვიოლა მუშაობს სწორედ იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს იმის სრულიად საწინააღმდეგოს, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს.

თუ ევროპაში კანონის უზენაესობა მისთვის მისაღებია, როგორც ჩანს, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა მისაღები, რადგან ეს ადამიანი იცავს მათ, ვინც გასცდნენ მშვიდობიან პროტესტს, ვინც სცადეს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება და რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით შეძენილი ქონების განადგურებაშია ბრალდებული.

საქართველოსთვის ძალიან დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ასეთ ნაბიჯებს დგამს და ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, ობიექტური და სამართლიანი შეფასებები მისცეს თავდასხმას ადამიანებზე და მშვიდობიანი პროტესტი გამიჯნოს ძალადობრივისგან, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს არის დამაბნეველი.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარის მისვლას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7152 ნახვა
  2. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა2433 ნახვა
  3. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1956 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1747 ნახვა
  5. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1348 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა შემთხვევაში შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიის აკრძალვას?

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~