PSP ჯგუფის ოფიციალური განცხადება ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით
PSP ჯგუფი ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების შესახებ ბრალდებას ეხმაურება. ქვემოთ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300%-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაცია მიზანშეწონილია მხოლოდ შენახვის მოკლე ვადის დარჩენის შემთხვევაში. ზუსტად ეს შემთხვევა არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გამოყენებული სამინისტროს მიერ PSP-ს მიმართ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად.
სინამდვილეში, შვეიცარიული კომპანია Novartis Pharma-ს მიერ წარმოებული ონკოლოგიური მედიკამენტი "აფინიტორი"(10 მგ-იანი), რომლის შესასყიდი ფასი 842$-ია და განბაჟების მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2 600 ლარს, შენახვის მოკლე ვადის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე აიტვირთა 753 ლარად და ამ ფასად იყიდებოდა სამი თვის განმავლობაში. ეს მოკლევადიანი პროდუქტი ამოიწურა. ხოლო მარტიდან, შვეიცარიიდან ისევ შემოვიდა გრძელვადიანი მედიკამენტი, რომლის ღირებულება დაუბრუნდა 2 970 ლარს. (სახელმწიფო პროგრამით შესასყიდი ფასი).
ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ჯამურად, კომპანიას გააჩნია 10-დან 20%-მდე ფასნამატი, რომლის 90% იხარჯება მედიკამენტის შენახვის უმაღლესი სტანდარტის დასაცავად და განბაჟება-ლოჯისტიკურ ხარჯებზე.
რაც შეეხება თურქულ მედიკამენტებს: დიახ, ჩვენი, ფარმაცევტული სექტორის დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა საქართველოს ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის, რადგან თურქეთში წარმოებული იაფი მედიკამენტები კონტრაბანდულად შემოდიოდა საქართველოში და არალეგალურად იყიდებოდა ათწლეულების მანძილზე. ჩვენ, ლეგალურ კომპანიებს, არ გვქონდა ამ მედიკამენტების იმპორტისა და განბაჟების შესაძლებლობა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ 10 წლის შემდეგ მოხერხდა ბაზრის გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის.
ბატონმა აზარაშვილმა, ონკოლოგიური მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთნაირი ფასი აქვთ. რეფერალური ფასების შემოღება ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა?! დიახ, რეფერალური ფასი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ, ყველა მედიკამენტს, ყველა სააფთიაქო ქსელში იდენტური ფასი ექნება. თურქეთში, ყველა აფთიაქში ყველა მედიკამენტი ერთი და იგივე ფასად იყიდება და ღირებულება წამლის შეფუთვაზეა დატანილი. სად არის აქ გარიგება?! თუ ბაზარი რეგულირდება, გარიგება არ არსებობს!
PSP 30 წელია ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ნამდვილად არის ხარისხის გარანტი, რომელიც ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შენატანით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გვჯერა, 130 წლის შემდეგ კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი."
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები